• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ანალიზი

უკრაინის ბრძოლა რუსეთის ომის დანაშაულების აღიარებისთვის

მაშინ, როცა აშშ-ის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში პასუხისმგებლობის საკითხმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, ომის დანაშაულების გამომძიებლები სამართლებრივი დევნის ახალ გზებს ეძებენ.

Mariia Ulianovskaby Mariia Ulianovska
მაისი 7, 2026
Photo credit: Mariia Ulianovska

Photo credit: Mariia Ulianovska

A A
Summarize with ChatGPTShare on X

მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ, ტრამპის ადმინისტრაცია კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლად ჩაერთო, დღის წესრიგიდან ჩუმად გაქრა საკითხი, რომელიც გლობალურ ასპარეზზე, უკრაინისთვის ცენტრალური საკითხი იყო: ომის დანაშაულების გამო, რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. 

უკრაინელი ოფიციალური პირებისა და დამოუკიდებელი გამომძიებლებისთვის, რომლებიც ომის დანაშაულების დოკუმენტირებასა და მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მუშაობენ, ეს პრაგმატული არჩევანია. 

„თუ არსებობს ერთი რამ, რაც ამ ადმინისტრაციას ნაკლებად აინტერესებს, ეს სწორედ პასუხისმგებლობის იდეაა“, ამბობს ვაშინგტონის პრიორიტეტებზე საუბრისას უკრაინელი ჟურნალისტი, საჯარო ინტერესის ჟურნალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ნატალია გუმენიუკი. 

გუმენიუკი და საკითხზე მომუშავე სხვა მკვლევრები მიიჩნევენ, უმჯობესია საკითხი შორს იყოს მოლაპარაკებებისგან, რათა ის ერთგვარ ვაჭრობის საგნად არ იქცეს. ამის ნაცვლად, ისინი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის შესანარჩუნებლად ახალ გზებს ეძებენ. 

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ათასობით გამომძიებელმა, მათ შორის ჟურნალისტებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სახელმწიფო პროკურორებმა, რუსეთის მიერ ჩადენილი 200 000-ზე მეტი ომის დანაშაული აღრიცხეს, მათ შორის: ბუჩასა და იზიუმში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები და წამება; ომის იარაღად გამოყენებული სისტემატური სექსუალური ძალადობა; უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებითი დეპორტაცია; საავადმყოფოების, სკოლებისა და ენერგო ინფრასტრუქტურის განზრახ მიზანში ამოღება. 

რა შეცვალა ჩერნობილზე რუსეთის თავდასხმამ?

შესაძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლები სტუმრობდნენ იმ ადგილებს, სადაც, მათი თქმით, ძალადობის ფაქტები მოხდა, ესაუბრებოდნენ მსხვერპლებსა და მოწმეებს, აგროვებდნენ დეტალურ ინფორმაციას. ამასთან, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის თანამგზავრული ფოტოებით, ღია წყაროებიდან მიღებული დაზვერვით და სოციალური მედიის პოსტების გეოლოკაციით, შესაძლებელი გახდა ძალადობის აღრიცხვა ისეთი სიზუსტით, რაც წინა კონფლიქტებში წარმოუდგენელი იყო. 

„ეს ძალისხმევა, ნებისმიერი ისტორიული სტანდარტით, არაჩვეულებრივია“, ამბობს ჟანინ დი ჯოვანი, აღმასრულებელი დირექტორის ორგანიზაცია The Reckoning Project-ში, რომლის მიზანიც ომის დანაშაულების გამო პასუხისგებლობის დაკისრებაა. 

წინააღმდეგობა „დაუსჯელობის სამყაროში“ 

თუმცა, პიტერ პომერანცევის, The Reckoning Project-ის კიდევ ერთი წარმომადგენელისა და წიგნის — „როგორ მოვიგოთ საინფორმაციო ომი“, ავტორის თქმით, აქამდე არასდროს, არ ყოფილა ამდენი მტკიცებულება და ამასთან ერთად, სამართლიანობის მიღწევის რწმენა ამდენად ფუჭი. 

გაეროს ბიუჯეტი ბოლო 18 თვის განმავლობაში დაახლოებით 40%-ით შემცირდა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც 2002 წელს შეიქმნა უმძიმესი დანაშაულების დაუსჯელობის დასასრულებლად, ახლა ფინანსური ზეწოლისა და შერჩევითი აღსრულების მუდმივი ბრალდებების წინაშე დგას. უფრო ფართოდ, Freedom House-ის 2025 წლის კვლევის თანახმად, გლობალური თავისუფლება ზედიზედ 20 წელია მცირდება, მათ შორის, გასულ წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 

უკრაინისთვის ეს მწვავე კითხვას ბადებს  — თუ მსოფლიოს წამყვანი ძალები საერთაშორისო სამართალს მოლაპარაკების საგნად მიიჩნევენ, ვინ აღასრულებს მას რუსეთის წინააღმდეგ? 

„ხალხს ფიქრობს, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება მნიშვნელოვანია“, ამბობს პომერანცევი. „მათ უბრალოდ არ სჯერათ, რომ ის როდესმე აღსრულდება. მათ სჯერათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დაუსჯელობის სამყაროში, სადაც ძლიერები ყველაფერს დააღწევენ თავს. არსებობს სასოწარკვეთის განცდა“. 

პომერანცევის თქმით, ეს სასოწარკვეთა ერთდროულად ანგარიშვალდებულების ყველაზე სერიოზული დაბრკოლებაცაა და პოტენციურად, მიმდინარე სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანიც. თუ დაუსჯელობის მიზანია, ადამიანებმა დაკარგონ სამართლიანობისადმი რწმენა, მაშინ იმის დემონსტრირება, რომ ანგარიშვალდებულება შესაძლებელია — თუნდაც მცირე მასშტაბით, თუნდაც თანდათანობით, ეტაპობრივად — ეს, თავისთავად, წინააღმდეგობის აქტია, ამბობს ის. 

სამართლიანობის ფრაგმენტირებული გზა 

მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტები და ექსპერტები ამბობენ, რომ გლობალური ინსტიტუტები, როგორიცაა გაერო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, სულ უფრო ნაკლებად საიმედო ხდება, მათ ნაცვლად შესაძლოა განსხვავებული და უფრო ფრაგმენტირებული მოდელი ჩამოყალიბდეს. 

აპრილის ბოლოს იელის უნივერსიტეტის ფორუმზე, რომელსაც The Reckoning Project-მა უმასპინძლა, ომის დანაშაულების გამომძიებლებმა ისაუბრეს თავიანთი ძალისხმევის განაწილებაზე სხვადასხვა იურისდიქციებსა და სამართლებრივ მექანიზმებზე. 

ამ ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამოხატულება, ამბობს რიჩარდ უილსონი, პრინსტონის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ინიციატივის თანადირექტორი, არის უნივერსალური იურისდიქციის მზარდი გამოყენება: პრინციპი, რომ ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და გენოციდი შეიძლება განიხილოს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლომ, მიუხედავად იმისა, თუ სად იქნა ჩადენილი ეს დანაშაულები ან ვინ ჩაიდინა ისინი. 

მაგალითად, გერმანიისა და საფრანგეთის სასამართლოებმა უკვე გამოიყენეს უნივერსალური იურისდიქციის პრინციპი სირიის კონფლიქტის დროს დანაშაულის ჩამდენი პირების სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. 2026 წლის მარტში კი, კალიფორნიის ცენტრალური ოლქის აშშ-ის საოლქო სასამართლომ დამასკოს ცენტრალური ციხის ყოფილი ზედამხედველი დამნაშავედ ცნო წამების, შეთქმულების და საიმიგრაციო თაღლითობის ბრალდებებში. 

ეს მექანიზმი ასევე გამოცდის პროცესშია, როგორც უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის პოტენციური ინსტრუმენტი. 2024 წელს,  The Reckoning Project-მა არგენტინის ფედერალურ სასამართლოში სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა, რომელშიც რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის წამების გამოძიება მოითხოვა. 

მაგრამ არსებობს სხვა გზებიც. Human Rights Watch-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კენეტ როთი მიუთითებს ევროპის საბჭოს ძალისხმევაზე, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად — მექანიზმი, რომელიც სპეციალურად შექმნილია თავად ომის დაწყების გადაწყვეტილების სამართლებრივი დევნისთვის. ეს არის ის, რისი იურისდიქციაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამჟამად არ გააჩნია. 

როთი უარყოფს აზრს, რომ დიპლომატიას შეუძლია უბრალოდ წაშალოს პასუხისმგებლობის საკითხი. „უკრაინაში რუსული სისასტიკისთვის პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება“, ამბობს ის.

სამართლიანობის გრძელი გზა 

თუმცა, არსებობს ცდუნება, რომ სამართლიანობის აღსრულება, ყველაზე დრამატული ფორმით გაიზომოს: პუტინი და მისი მაღალი რანგის გენერლები ბრალდებულის სკამზე, ჰააგაში გასამართლდნენ. ამ სტატიისთვის ჩაწერილი ექსპერტების თქმით, ამ სტანდარტით, პროგრესი მტკივნეულად ნელი ჩანს, ხოლო პასუხისმგებლობის დაკისრების პროგნოზი — ბუნდოვანი. 

პომერანცევი მიიჩნევს, რომ ეს ფოკუსი ჩრდილავს სხვა მრავალ ხელმისაწვდომ ზომას: სანქციებს, მოგზაურობის აკრძალვას, აქტივების დაყადაღებას და სამართლებრივ დევნას ეროვნულ სასამართლოებში, ათეულობით იურისდიქციაში. 

„მე მეტად დაინტერესებული ვარ „ბოროტების ბანალურობით“ — საშუალო რგოლის პროპაგანდისტები, ბიუროკრატები და სამხედრო ოფიცრები, რომლებიც ამ სისასტიკეს ხელს უწყობენ, შესაძლებელს ხდიან და ისტორიულად, ყოველთვის ახერხებენ პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას“, ამბობს პომერანცევი. 

ხმები ფრონტიდან: როდესაც სხვისი ისტორიის კითხვა, საკუთარ ტრავმას კურნავს

გუმენიუკი, რომელმაც წლები გაატარა გადარჩენილებთან საუბარში, ამბობს, რომ მათ, ვინც სისასტიკე განიცადა, სურთ ფაქტების აღრიცხვა და სახელების გასაჯაროვება. მათ სურთ დაინახონ, რომ მსოფლიო ცალსახად და ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე თანხმდება იმაზე, თუ ვინ დაიწყო რუსეთის ომი უკრაინაში და რა გაკეთდა მისი წარმოებისას. 

„ეს ეხება სიმართლის დადგენას, დამნაშავეების იდენტიფიცირებას“, ამბობს ის. „ასევე, საქმე აღიარებას ეხება — იმის გლობალურ აღიარებას, თუ ვინ არის  ბოროტმოქმედი ამ ომში.“ 

უკრაინაში, გამომძიებლები ომის დანაშაულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებას აგრძელებენ. 

„ამ ომის დამთავრებიდან დიდი ხნის შემდეგ, ჩვენ უნდა გვქონდეს დადასტურებული სიმართლე უკრაინელების მთელი ახალი თაობისთვის, რათა ნარატივი უცვლელი დარჩეს“, ამბობს დი ჯოვანი. „რუსეთის უკვე ამბობს — “ეს არ მოხდარა”, “ბუჩა არ მომხდარა”, “ომი უკრაინამ დაიწყო”. ამ ყველაფერთან დაპირისპირება ჩვენებებით შეგვიძლია, რადგან მტკიცებულებები არ ტყუის.“ 

ეს მტკიცებულებები, რომელიც მტრის ცეცხლის ქვეშ მტკივნეულად იქნა შეგროვებული, შესაძლოა უკრაინის ყველაზე გამძლე იარაღი აღმოჩნდეს — არა რუსული თავდასხმების წინააღმდეგ და არც როგორც სათამაშო კარტი სამშვიდობო მოლაპარაკებებში, არამედ სიმართლის ნელი წაშლის წინააღმდეგ, რომელიც თან სდევს ყოველ სისასტიკეს. 

Tags: რუსეთ-უკრაინის ომისამშვიდობო მოლაპარაკებები
Mariia Ulianovska

Mariia Ulianovska

Mariia Ulianovska is an Emmy Award–winning journalist and documentary filmmaker based in Washington, DC. She covers U.S. foreign policy and reports on Ukraine, with a focus on the human impact of geopolitical events.

ასევე ნახეთ

დევიდ კრამერი უკრაინის ომზე. ფოტოზე: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში, 2025 წლის 18 აგვისტო.
რჩეული

კრამერი: რუსეთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა საქართველო, მოლდოვა ან ბალტიისპირეთი იყოს

by კირილ სუხოტსკი
0
რა შეცვალა ჩერნობილზე რუსეთის თავდასხმამ?
რჩეული

რა შეცვალა ჩერნობილზე რუსეთის თავდასხმამ?

by კირილ სუხოტსკი
0
REUTERS/Serhii Korovainyi
ანალიზი

გამძლეობის ომი: როგორ ახერხებს უკრაინა ინიციატივის დაბრუნებას „სიკვდილის ზონაში“?

by David Kirichenko
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media