• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > რღვევის სარტყელი > რუსეთის ომი ისტორიის წინააღმდეგ და მისი დასავლელი ხელშემწყობები

რუსეთის ომი ისტორიის წინააღმდეგ და მისი დასავლელი ხელშემწყობები

კრემლის ახალი სახელმძღვანელოებით ოკუპირებულ უკრაინაში ბავშვებს ასწავლიან, რომ ისინი ყოველთვის რუსები იყვნენ. ბრაიან უიტმორი წერს, რომ დასავლეთის უნივერსიტეტები, ერთი საუკუნის განმავლობაში, იმავე ნარატივის უფრო შერბილებულ ვერსიას ასწავლიდნენ.

ბრაიან უიტმორიავტორი ბრაიან უიტმორი
სექტემბერი 15, 2026
ენის შეცვლა:
English Українська Русский
Telegram: Executive_Secretary

Telegram: Executive_Secretary

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე
ბრაიან უიტმორი Independence Avenue Media-ს მოწვეული ავტორია. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა არ ასახავდეს Independence Avenue Media-ს პოზიციას.

ისტორიის პოლიტიზებისა და გაყალბებისკენ კრემლის მუდმივ მიდრეკილებაზე მინიშნებით, რუსი დისიდენტები ხშირად მწარედ ხუმრობენ, რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომელსაც არაპროგნოზირებადი წარსული აქვს.

ახლა კი ისტორიის პოლიტიკურ მითოლოგიად ქცევის ან უბრალოდ ამბების გამოგონებისა და ამის მეცნიერებად წარმოჩენის ეს მიდრეკილება აღმოსავლეთ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ვრცელდება. რუსეთის განათლების სამინისტრომ, 1 სექტემბერს დაწყებული სასწავლო წლისთვის, საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ისტორიის ახალი სავალდებულო სახელმძღვანელოები, სახელწოდებით „ჩვენი მხარის ისტორია. დონბასი და ნოვოროსია“, შემოიღო.

ბევრის მთქმელია სათაურში სიტყვა „ნოვოროსიის“ გამოყენებაც, რომლითაც ცარიზმის ეპოქაში აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინას მოიხსენიებდნენ. სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი ნარატივი ცდილობს დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქების ისტორიები მთლიანად ე.წ. „რუსეთის ერთიან ისტორიაში“ მოაქციოს. ტექსტები, დიდწილად, ცარისტული რუსეთის იმპერიულ ხედვას ეყრდნობა და ოკუპირებულ რეგიონებს ისტორიულად რუსულ ტერიტორიებად წარმოაჩენს, რომლებიც ახლა თავიანთ „ნამდვილ სამშობლოს დაუბრუნდნენ“.

ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავების მხოლოდ უახლესი მაგალითია. 2023 წელს მე-11 კლასელებისთვის ისტორიის სახელმძღვანელო შემოიღეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას თავდაცვად ამართლებდა და მოსწავლეებს ასწავლიდა, რომ უკრაინა „ულტრანაციონალისტური სახელმწიფოა“, სადაც „ოპოზიცია აკრძალულია“.

Amnesty International-ის თანახმად, „უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთის სასწავლო პროგრამის დაცვაზე, ძალადობის, დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხე ემუქრებათ“.

ამასთან, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განსახლების პოლიტიკის ფარგლებში, რუსეთიდან მასწავლებლებს იქ საცხოვრებლად გადასვლისკენ მოუწოდებენ, რათა კრემლის პოლიტიკა გაატარონ.

გარდა ამისა, ათობით ათასი უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს, რუსეთში გადაიყვანეს, რუსი მშობლების ოჯახებში „გააშვილეს“ და მათ ხელახალ აღზრდას ცდილობენ, რათა საკუთარი სამშობლო შეაძულონ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში მცხოვრებ ბიჭებს კი, 17 წლის ასაკში, სამხედრო აღრიცხვაზე აყენებენ და მათ იმ ქვეყნის არმიაში გაწვევა ემუქრებათ, რომელსაც მათი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. ეს თავისთავად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა.

„აი, ასე მოქმედებს რუსული ოკუპაცია“, წერს Substack-ზე ქეის უესტერნ რეზერვის უნივერსიტეტის პროფესორი რომან შერემეტა. უკრაინელებში სულ უფრო გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, მან ინგლისური სიტყვები Russia და Russian პატარა ასოთი დაწერა. „ჯერ თქვენს მიწაზე იჭრებიან. შემდეგ ანადგურებენ თქვენს ქალაქებს, ხოცავენ და ძალით ასახლებენ თქვენს ხალხს, შლიან თქვენს ენასა და კულტურას და ბოლოს თქვენს შვილებს ასწავლიან, რომ მათი სამშობლო თავიდანვე რუსული იყო. ეს კოლონიალიზმი და იძულებითი რუსიფიკაციაა“.

ეს იმდენადვე მართალია, რამდენადაც შემაძრწუნებელი. თუმცა, კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. დასავლეთის აკადემიური სამყარო დიდი ხანია თანამონაწილეობს მოსკოვის მიერ ისტორიული ნარატივების კოლონიზაციაში. როგორც რუსეთი იპყრობდა და კოლონიზაციას უწევდა მეზობლებს, ისაკუთრებდა მათ კულტურებს და თრგუნავდა ენებს, ისე, მე-20 საუკუნის უმეტესი ხნის განმავლობაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის შესახებ სწავლება და აკადემიური კვლევა რუსოცენტრული მიკერძოებით იყო კოლონიზებული. ამის შედეგები თაობებს გაჰყვა.

მსოფლიოს ამ ნაწილის კვლევა, რომელიც სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი, მათ შორის როგორც აღმოსავლეთ ევროპის კვლევები, სლავისტიკა, რუსეთის კვლევები ან საბჭოთა კვლევები, ბოლო დრომდე უმეტესად რუსოცენტრული იყო. მას განსაზღვრავდა ისტორიის რუსული იმპერიული ვერსია, რომელიც 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ემიგრანტმა ისტორიკოსებმა დასავლეთში გაავრცელეს.

ელიტურ ამერიკულ უნივერსიტეტებში მოღვაწე რუსმა ემიგრანტმა ისტორიკოსებმა, მათ შორის ჰარვარდის მაიკლ კარპოვიჩმა, იელის ჯორჯ ვერნადსკიმ, კოლუმბიის მაიკლ ფლორინსკიმ და კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის კამპუსის ნიკოლას რიასანოვსკიმ, გავლენა მოახდინეს რეგიონის ექსპერტთა არაერთ თაობაზე, რომლებმაც შემდეგ კარიერა მთავრობაში, აკადემიურ სფეროსა და მედიაში აიწყეს.

ისტორიის რუსული იმპერიული ვერსია, რომელსაც მე-20 საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში დასავლეთის უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ, ლეგიტიმაციას ანიჭებდა იმას, რომ რუსეთი შუა საუკუნეების სახელმწიფოს, კიევის რუსის, მემკვიდრეობასა და სახელწოდებას ითვისებდა. ეს ისტორიული ვერსია კიევის რუსიდან არასწორად ავლებდა პირდაპირ ხაზს მოსკოვის დიდ სამთავრომდე, რუსეთის სამეფომდე, რუსეთის იმპერიამდე და საბჭოთა კავშირამდე. ამგვარად, ის უგულებელყოფდა ფაქტს, რომ კიევის რუსი სამი თანამედროვე ერის ისტორიული წინამორბედი იყო: ბელარუსის, რუსეთისა და უკრაინის.

კიევის რუსის მემკვიდრეობაზე მონოპოლიის დამყარებასთან ერთად, ისტორიის ეს რუსოცენტრული ვერსია ამცირებდა იმ ხუთ საუკუნეზე მეტი პერიოდის მნიშვნელობას, 1240-დან 1795 წლამდე, როდესაც დღევანდელი უკრაინისა და ბელარუსის მიწები ევროპის ნაწილს წარმოადგენდა და ლიეტუვის დიდ სამთავროსა და პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობაში შედიოდა. იმპერიული ისტორიული ნარატივი უკრაინელების, ბელარუსებისა და სხვა კოლონიზებული ხალხების ეროვნულ მისწრაფებებსაც ეთნონაციონალიზმის ხელოვნურ, შეთხზულ და დამანგრეველ ფორმად წარმოაჩენდა.

„რუსეთის რეჟიმის პირდაპირი მხარდაჭერისა თუ მოწონების გარეშე, როგორც აკადემიურმა წრეებმა, ისე მთავრობებმა ხელშემწყობთა კლასიკური როლი შეასრულეს: მათ შექმნეს, დაუშვეს და/ან შეინარჩუნეს ჩარჩო, რომელშიც რუსეთის ქმედებები ან ლეგიტიმურად, ან, სულ მცირე, მისაღებად და ასატანად აღიქმებოდა“, ვინიპეგის უნივერსიტეტის ისტორიკოსი ანდრიი ზაიარნიუკი 2022 წელს წერდა.

ზაიარნიუკმა დასძინა, რომ ამას განსაკუთრებით ნათლად აჩვენებს ისტორიის რუსოცენტრული იმპერიული ვერსიის გამოყენება ვლადიმირ პუტინის ყბადაღებულ 7 000-სიტყვიან სტატიაში „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“. სტატია 2021 წლის ივლისში, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე შვიდი თვით ადრე გამოქვეყნდა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრებისთვის სავალდებულო საკითხავად იქცა.

პუტინის ფსიქოლოგიური ოპერაცია ესკალაციის მუქარით

საბედნიეროდ, დასავლეთის აკადემიური სამყარო წარსულის შეცდომებს ასწორებს. ისეთი ისტორიკოსები, როგორებიც არიან ჰარვარდის უნივერსიტეტის სერჰი პლოხი და ტორონტოს უნივერსიტეტის ტიმოთი სნაიდერი, ხელს უწყობენ, რომ დარგმა უარი თქვას რუსული იმპერიული ნარატივების გამოყენებასა და რუსეთის კოლონიალიზმის უნებლიე ლეგიტიმაციაზე.

სნაიდერის 2003 წლის წიგნმა „ერების რეკონსტრუქცია: პოლონეთი, უკრაინა, ლიეტუვა, ბელარუსი, 1569-1999“ აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის გააზრების ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. პლოხის 2015 წლის წიგნმა „ევროპის კარიბჭე: უკრაინის ისტორია“ კი უკრაინის ისტორია რუსოცენტრული იმპერიული ნარატივებისგან დაიხსნა.

მაგრამ, მაშინაც კი, როცა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის აკადემიური წრეები აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის სწავლების დეკოლონიზაციისკენ ნაბიჯებს დგამენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს სამეცნიერო ცოდნად შენიღბულ პროპაგანდას აწვდიან.

ასე იქცა დისიდენტების ძველი ხუმრობა სასწავლო პროგრამად: „არაპროგნოზირებადი წარსულის“ ქვეყანა ახლა მეზობელი ქვეყნის ბავშვებს შეთხზულ წარსულს ასწავლის.

ჭდეები: ომი უკრაინაშირუსეთიუკრაინა
ბრაიან უიტმორი

ბრაიან უიტმორი

ბრაიან უიტმორი Atlantic Council-ის ევრაზიის ცენტრის არარეზიდენტი უფროსი მკვლევარი, ტეხასის უნივერსიტეტის არლინგტონის კამპუსის პრაქტიკის ასისტენტ-პროფესორი და The Power Vertical Podcast-ის წამყვანია.

ასევე ნახეთ

262 ხმა “პუტინის ომის მანქანის” წინააღმდეგ – Independence Avenue Media
რჩეული

262 ხმა “პუტინის ომის მანქანის” წინააღმდეგ

სექტემბერი 17, 2026
via REUTERS
რჩეული

ლაფი: ომში პაუზა პუტინისთვის სახიფათო იქნებოდა

სექტემბერი 16, 2026
პუტინის ფსიქოლოგიური ოპერაცია ესკალაციის მუქარით – Independence Avenue Media
რღვევის სარტყელი

პუტინის ფსიქოლოგიური ოპერაცია ესკალაციის მუქარით

სექტემბერი 11, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media