• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

„ქართულმა ოცნებამ“ ტრამპის ადმინისტრაცია არასწორად შეაფასა — ყოფილი ამერიკელი დიპლომატები

კონგრესის ბოლოდროინდელი ქმედებები და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება მიუთითებს, რომ ვაშინგტონი არ უგულებელყოფს საქართველოში დემოკრატიის, ასევე ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გავლენების შესახებ არსებულ შეშფოთებას, ამბობენ ყოფილი ამერიკელი დიპლომატები დენიელ ფრიდი და ჯონ ჰერბსტი.

ქართლოს შარაშენიძეby ქართლოს შარაშენიძე
ივნისი 19, 2026
„ქართულმა ოცნებამ“ ტრამპის ადმინისტრაცია არასწორად შეაფასა — ყოფილი ამერიკელი დიპლომატები – Independence Avenue Media
A A
Summarize with ChatGPTShare on X

ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველოს შესახებ კონგრესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც ქვეყანაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენების, ასევე აშშ-საქართველოს ურთიერთობების მომავლის შესახებ, კაპიტოლიუმის ბორცვზე არსებულ მზარდ შეშფოთებას ასახავს.

8 ივნისს, წარმომადგენელთა პალატამ წინააღმდეგობის გარეშე მიიღო აქტი კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგობის შესახებ, რომელიც კანონად ქცევის შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალდებულებს, შეაფასოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის ხუთწლიანი სტრატეგია შეიმუშაოს.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ამერიკელმა კანონმდებლებმა მსგავსი დებულებები შეიტანეს ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტშიც, ცვლილებებს მხარი წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა დაუჭირა.

კონგრესის ამ ქმედებებს წინ უსწრებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება საქართველოს შესახებ. 3 ივნისს, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რუბიომ თქვა, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა შეერთებულ შტატებს ჰკითხეს, რა იქნებოდა საჭირო ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონმა საქართველოს საკუთარი მოლოდინები გააცნო და თბილისისგან პოზიტიური პასუხები დაინახა.

„იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე ავაშენოთ და შესაძლოა შევცვალოთ არა მხოლოდ აშშ-საქართველოს ურთიერთობის ტრაექტორია, არამედ მათი ქცევაც“, თქვა მარკო რუბიომ.

სახელმწიფო მდივნის განცხადების პასუხად, მეორე დღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს მსგავსი კითხვით ვაშინგტონისთვის არ მიუმართავს.

რას მიანიშნებს ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოს შესახებ ვაშინგტონში არსებულ შეხედულებებზე და არსებობს თუ არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობა — ეს არის თემები, რომელთა შესახებაც Independence Avenue Media, ყოფილ ამერიკელ დიპლომატებს ესაუბრა.

აი, რა გვითხრეს მათ:

ჯონ ჰერბსტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის უფროსი დირექტორი:

„ეს კონგრესში არსებული მზარდი იმედგაცრუების ნიშანია, რაც შეერთებული შტატების მიმართ, თბილისის რეჟიმის არაკეთილგანწყობილ და გარკვეულწილად, მტრულ პოლიტიკას უკავშირდება. მათ, [ამერიკელ კანონმდებლებს], სურთ დარწმუნდნენ, რომ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და პრობლემასთან გასამკლავებლად ყველა საჭირო ზომას ვიღებთ. ცხადია, ეს მარცხია ივანიშვილის ძალისხმევისთვის, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გააუმჯობესოს მაშინაც კი, როცა მისი პოლიტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს.“

ჰერბსტის თქმით, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებულ მიდგომას ელოდა.

„ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ, ივანიშვილი და მისი ხელქვეითები ეძებდნენ გზებს, როგორ დაემყარებინათ ახალი ურთიერთობა ვაშინგტონთან და იმედოვნებდნენ, რომ ამას შეძლებდნენ. მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ამერიკა უგულებელყოფდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ფაქტს, რომ ქვეყანა გარკვეულწილად მოსკოვს, ირანსა და ჩინეთს უახლოვდება. რა თქმა უნდა, ისინი შეცდნენ. ავტორიტარულ გზაზე შემდგარი „ქართული ოცნება“ მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში არ აღმოჩნდა.“

ჰერბსტი: „ეს ივანიშვილის ძალისხმევის მარცხია“

დენიელ ფრიდი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე:

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება მზად იქნებოდა ტრამპის ადმინისტრაციასთან ეთანამშრომლა ერთგვარი გარიგების საფუძველზე — ჩვენ ქვეყანაში იმას გავაკეთებთ, რაც გვინდა, თქვენ კი ბიზნესშესაძლებლობები გექნებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ — ჩვენ შეგვეძლება საქართველოში ოპოზიციას, დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებას გადავუაროთ, თქვენ კი, თუ ბიზნესშესაძლებლობებს მოგცემთ, ამაზე თვალს დახუჭავთ“. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა.

მესმის, რატომ შეიძლება შიშობდეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ბევრ წარმომადგენელი, რომ სწორედ ასეთი მიდგომა იქნება და მათ კომერციული გარიგებების სანაცვლოდ მიატოვებენ. მაგრამ, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ჩემი საუბრებიდან ასეთი შთაბეჭდილება არ მრჩება.“

"საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება ჰგონია, რომ ტრამპის ხალხი საერთოდ არ მოახდენს მათზე ზეწოლას, დემოკრატიისა და რეპრესიების საკითხებთან დაკავშირებით. მაგრამ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მართლაც ასეა" — დენიელ ფრიდი. pic.twitter.com/6eS96d2Q47

— Independence Avenue Media ქართული (@indavemediageo) June 17, 2026

ფრიდი ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აცნობიერებს ურთიერთობების აღდგენის სირთულეებს, თუ საქართველო ამჟამინდელ კურსს გააგრძელებს.

„ვგრძნობ, რომ მათ ესმით: ნებისმიერი ამერიკული ადმინისტრაციისთვის, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რთული იქნება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების აღდგენა, თუ საქართველოს ხელისუფლება აღმაშფოთებლად, დიქტატორულად იქცევა.

ეს ბევრად უფრო ადვილი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა საბოლოოდ დაიწყებს რეპრესიული ნაბიჯებიდან უკან დახევას.“

ფრიდი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის, ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

„კონგრესში არის რესპუბლიკელების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერები არიან. ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის დამყარებას. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას აქ ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, მაგრამ თუ მისი მიზანი მხოლოდ დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაა, ეს არ იმუშავებს. საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება ჰგონია, რომ ტრამპის ხალხი საერთოდ არ მოახდენს მათზე ზეწოლას დემოკრატიისა და რეპრესიების საკითხებთან დაკავშირებით. მაგრამ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მართლაც ასეა.“

ჰერბსტი: “ქართულ ოცნებას” ეგონა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თვალს დახუჭავდა — ისინი შეცდნენ
ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

Kartlos Sharashenidze is co-founder, executive editor, and Georgian Service managing editor of Independence Avenue Media, with expertise in U.S. foreign policy and Eurasian geopolitics. A former documentarian and reporter at Voice of America, he got his start in his native Georgia at Georgian Public Broadcaster and Imedi TV.

ასევე ნახეთ

Tom Williams/CQ-Roll Call/Sipa USA via Reuters Connect
ინტერვიუ

კავოლი: უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ უპირატესობას იძენს, მაგრამ რუსეთი ძალების სწრაფ აღდგენას შეძლებს

by ია მეურმიშვილი
0
ინვესტორის მოლოდინში: ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოქცეული ანაკლიის პორტი – Independence Avenue Media
ანალიზი

ინვესტორის მოლოდინში: ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოქცეული ანაკლიის პორტი

by სანდრო ჯუფალაკიანი
0
Баросс
რჩეული

ბაროსი: უკრაინამ ომში უპირატესობა მოიპოვა, თუმცა რუსეთი ადაპტირებას მოახერხებს

by კირილ სუხოტსკი
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • თავფურცელი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media