• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს შესახებ ახალი სტრატეგიის მომთხოვნი აქტი მიიღო

კანონად ქცევის შემთხვევაში, დოკუმენტი ადმინისტრაციას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობისა და გავლენის შეფასებას, ასევე აშშ-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებას დაავალდებულებს.

ქართლოს შარაშენიძეby ქართლოს შარაშენიძე
ივნისი 9, 2026
წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს შესახებ ახალი სტრატეგიის მომთხოვნი აქტი მიიღო – Independence Avenue Media
A A
Summarize with ChatGPTShare on X

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს, წინააღმდეგობის გარეშე, მხარი დაუჭირა „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტს“, რომელიც კანონად ქცევის შემთხვევაში ადმინისტრაციას საქართველოში „რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აქტივების“ შესახებ ანგარიშის მომზადებას, ასევე აშშ-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას დაავალდებულებს.

დოკუმენტი ახლა განსახილველად აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის დამტკიცების შემთხვევაში კი, ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, მისი ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს, საჭიროების შემთხვევაში, გასაიდუმლოებული ანგარიში.

ანგარიშმა უნდა შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობა, ასევე მათი გავლენა და შესაძლო თანამშრომლობა.

კანონპროექტის მეორე ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს კონგრესს წარუდგინოს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგია.

დოკუმენტის თანახმად, სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების კონკრეტული მიზნები, საქართველოს ამჟამინდელი შიდა პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით. ის ასევე უნდა შეიცავდეს შეფასებას, რა ინსტრუმენტები, რესურსები და დაფინანსებაა საჭირო ამ მიზნების მისაღწევად და უნდა დარჩეს თუ არა საქართველო ევროპისა და ევრაზიის რეგიონში ამერიკული დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ მიმღებად.

კანონპროექტი დამატებით მოითხოვს შეფასდეს, რამდენად უნდა გააგრძელოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან პარტნიორობაში ინვესტირება და რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან სავაჭრო კავშირების გაფართოების ერთგული.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბრაიან მასტი საქართველოს შესახებ მიღებულ აქტზე: „დაგვეხმარება შევაფასოთ, რამდენად სერიოზულად არის განწყობილი საქართველო, ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ“ pic.twitter.com/K7M3USfgca

— Independence Avenue Media ქართული (@indavemediageo) June 8, 2026

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სერიოზული კითხვები გაჩნდა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობისა და შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეების მხრიდან მომდინარე მავნე გავლენის შესახებ“, განაცხადა კანონპროექტის განხილვისას წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან მასტმა. ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას და თქვა, რომ „საქართველოში რუსეთის ხანგრძლივი გავლენის შესახებ შეშფოთება კვლავ არსებობს“, არანაკლებ შემაშფოთებელი კი „ქვეყანაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენაა“.

მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის „ამერიკული კომპანიის ნაცვლად ჩინური კონსორციუმი შეირჩა“.

„კონკურენცია კარგია, თუმცა როდესაც საქმე ასეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა წარმოადგენს“, თქვა მასტმა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა კალიფორნიელმა დემოკრატმა კონგრესმენმა ამი ბერამ, რომელმაც ინიციატივა საქართველოში დემოკრატიისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებას დაუკავშირა.

„ბოლო წლებში, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ისევე როგორც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენამ, საფრთხე შეუქმნა საქართველოს მძიმე ბრძოლით მიღწეულ დემოკრატიულ მონაპოვარს, დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები და განხეთქილება გამოიწვია როგორც აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში, ისე საქართველოს ხელისუფლებასა და საკუთარ მოქალაქეებს შორის. ეს კანონპროექტი, MEGOBARI აქტთან ერთად, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ გასულ წელს მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, ამ გაუარესებაზე პასუხს წარმოადგენს“, განაცხადა ბერამ.

მისი თქმით, ინიციატივის მიზანია ქართველ ხალხს აჩვენოს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას.

ამი ბერა, დემოკრატი კონგრესმენი: „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ისევე როგორც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენამ, საფრთხე შეუქმნა საქართველოს მძიმე ბრძოლით მიღწეულ დემოკრატიულ მონაპოვარს. pic.twitter.com/JljR68SCWM

— Independence Avenue Media ქართული (@indavemediageo) June 9, 2026

„არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი, ქართველი ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ და შეერთებული შტატების ინტერესების საზიანოდ, ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის. საქართველოში არჩევნები გაყალბდა“, განაცხადა კანონპროექტის ავტორმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ყველაზე საზიზღარი ანტიამერიკული პროპაგანდა“ აწარმოა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიპ სტეიტის აგენტად“ მოქმედებაში ადანაშაულებს.

უილსონმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას „თავის ანტიამერიკულ კურსზე, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ამერიკულ ბიზნესს ახრჩობს და მიზნად ისახავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.“

კონგრესმენი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის ფარული ოპერაციების გამოვლენას და ვაშინგტონს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების შესაფასებლად.

კონგრესმენი უილსონი: "საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთან ერთად, მათ გაავრცელეს ყველაზე საზიზღარი ანტიამერიკული პროპაგანდა და მუდმივად შეურაცხყოფენ პრეზიდენტ ტრამპს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტს“. pic.twitter.com/y2R5w2nBe1

— Independence Avenue Media ქართული (@indavemediageo) June 9, 2026

წარმომადგენელთა პალატის მიერ აქტის მხარდაჭერას, რამდენიმე დღით წინ უსწრებდა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტის დამტკიცება, რომელშიც საქართველოზე ორი დებულება შევიდა.

ერთ-ერთი მათგანი თავდაცვის დეპარტამენტს ავალდებულებს მოამზადოს ანგარიში იმის შესახებ, როგორ უნდა აისახოს საქართველოში „პოლიტიკურ პატიმრებად ფართოდ მიჩნეული პირების“ საკითხი აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობაში. კიდევ ერთი დებულება კი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის საქმიანობას ეხება.

ამავე თემაზე:

  • კარპენტერი: სამხრეთ კავკასია დასავლეთს ირჩევს, საქართველო — საპირისპირო მიმართულებას
  • ინტერვიუ კონგრესმენ უილსონთან

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

Kartlos Sharashenidze is co-founder, executive editor, and Georgian Service managing editor of Independence Avenue Media, with expertise in U.S. foreign policy and Eurasian geopolitics. A former documentarian and reporter at Voice of America, he got his start in his native Georgia at Georgian Public Broadcaster and Imedi TV.

ასევე ნახეთ

Баросс
რჩეული

ბაროსი: უკრაინამ ომში უპირატესობა მოიპოვა, თუმცა რუსეთი ადაპტირებას მოახერხებს

by კირილ სუხოტსკი
0
წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს შესახებ ახალი სტრატეგიის მომთხოვნი აქტი მიიღო – Independence Avenue Media
რჩეული

წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს შესახებ ახალი სტრატეგიის მომთხოვნი აქტი მიიღო

by ქართლოს შარაშენიძე
0
Photo: Mariia Ulianovska
რჩეული

უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი მიღებულია — მომხრე და მოწინააღმდეგე კონგრესმენების არგუმენტები

by Mariia Ulianovska
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • თავფურცელი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media