• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ვიდეო

იეიტსი: რატომ უნდა შეურთდეს ევროპა ჩინეთზე აშშ-ის ზეწოლას

ქართლოს შარაშენიძეby ქართლოს შარაშენიძე
სექტემბერი 28, 2025
A A
Summarize with ChatGPTShare on X

ჩინეთისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით „ჰერიტიჯის ფონდის“ უფროსი მკვლევარი სტივ იეიტსი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე ომში ჩინეთის მზარდი მონაწილეობა ვაშინგტონის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

2001-2005 წლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ამბობს, რომ მოსკოვის მიმართ პეკინის მხარდაჭერა, ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის ძალისხმევას ართულებს — „ჩინეთი გაცილებით აქტიური გახდა, რუსეთის ენერგორესურსებითა და მასალებით მომარაგების საკითხში, რაც უდავოდ მხარს უჭერს მოსკოვის ომის ძალისხმევას“.

მისივე თქმით, შეუძლებელია ამის საპასუხოდ ამერიკამ მარტო იმოქმედოს — “ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩინეთი ამ ყველაფრის ნაწილია და მათ არჩევანი უნდა გააკეთონ, ზუსტად ისე, როგორც იძულებულნი გახდნენ არჩევანი გაეკეთებინათ რუსეთის შეკავებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს შორის“.

უკრაინის მიღმა, იეიტსი ჩინეთის მხრიდან ამერიკისთვის შექმნილ უფრო ფართო გამოწვევევებს ახალ, მრავალმხრივ ცივ ომად განიხილავს, რომელიც ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და სტრატეგიულ სფეროებს მოიცავს. იგი ხაზს უსვამს სტრატეგიული ალიანსებისა და პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც ჩინეთის ტრანზაქციული მიდგომის ალტერნატივას.

„ამერიკა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკის ინსტიტუტში“ იეტსი ჩინეთის მიმართ პოლიტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, მსახურობდა „რადიო თავისუფალი აზიის“ პრეზიდენტის პოსტზე და ასწავლიდა საერთაშორისო ბიზნესსა და პოლიტიკას ბოისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

Independence Avenue Media-ს აღმასრულებელი რედაქტორი და თანადამფუძნებელი. მანამდე ის იყო „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის საერთაშორისო მულტიმედია ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და რედაქტორი. ასევე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხისა" და ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურების ჟურნალისტი და პროდიუსერი.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media