რუსეთის მიერ მარიუპოლის ალყის დროს იანინა ანდრეევამ მამასთან კავშირი დაკარგა. 52 დღის განმავლობაში მან არ იცოდა, ცოცხალი იყო თუ არა მამა, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა, ორი ინსულტი ჰქონდა გადატანილი და ეტლით გადაადგილდებოდა.
რუსული თავდასხმის შედეგად ოლეჰ ანდრეევის საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. მისი დედა დაიღუპა, თავად კი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოგვიანებით ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლის დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო.
იანინამ მამის პოვნა და მისი კიევში გადაყვანა შეძლო. უკრაინელმა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ამპუტაციის შემდეგ მას განმეორებითი ოპერაცია სჭირდებოდა.
2023 წლის აგვისტოში ოლეჰ ანდრეევი გარდაიცვალა.
ეს არის ისტორია მარიუპოლის ალყაზე, ოკუპაციის პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მდგომარეობასა და ქალიშვილის ბრძოლაზე, რომელმაც მამასთან ხელახლა შეხვედრა შეძლო.


