“მეგობარი აქტის” მთავარი ინიციატორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადგილის შესანარჩუნებლად დაძაბულ საარჩევნო რბოლაშია. სამხრეთ კაროლინის მეორე ოლქში, დემოკრატ ზაიონ ხალიფას ის ხმების მცირე სხვაობით უსწრებს.
ამავე დროს, მიმდინარე ვადის დასრულების შემდეგ კონგრესს დატოვებენ „მეგობარი აქტის“ სხვა ინიციატორებიც — დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და დემოკრატი კონგრესმენები სტივ კოენი და მარკ ვიზი.
სენატიდან მიდიან სხვა კანონმდებლებიც, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს, განსაკუთრებულ ინტერესს ავლენდნენ — დემოკრატი დიკ დურბინი და რესპუბლიკელები ტომ ტილისი, მიტჩ მაკკონელი, ჯონ კორნინი და სტივ დეინსი.
120-ე მოწვევის კონგრესის უფლებამოსილება 2027 წლის 3 იანვარს დაიწყება. მანამდე მოქმედი კონგრესის ორივე პალატა სხდომებს 9 ნოემბერს განაახლებს.
აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები, საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის პერსპექტივა, „მეგობარი აქტის“ ბედი და მოქმედი კონგრესის დარჩენილი დღის წესრიგი — Independence Avenue Media-ს აღმასრულებელი რედაქტორის, ქართლოს შარაშენიძის ჩართვა VT Sakartvelo NEWS-ის 5 ნოემბრის ეთერში.


