• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > ანალიზი > უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შეფერხების ფონზე, რუსული კონკურენტი ქსელი უკვე ფრონტის ხაზის თავზე მოქმედებს

უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შეფერხების ფონზე, რუსული კონკურენტი ქსელი უკვე ფრონტის ხაზის თავზე მოქმედებს

ანალიტიკოსების თქმით, „რასსვეტი“ (Rassvet) მცირე ზომისაა, მისი გაშვება ნელა მიმდინარეობს და ნაწილობრივ ხარვეზიანია. მიუხედავად ამისა, ის უკვე გამოიყენება ფრონტის ხაზზე რუსული დრონების სამართავად — სწორედ იმ დროს, როდესაც უკრაინას აღარ შეუძლია Starlink-ზე გათვლა იქონიოს.

დეივიდ კირიჩენკოავტორი დეივიდ კირიჩენკო
ოქტომბერი 20, 2026
ენის შეცვლა:
English Русский
Telegram: Bureau 1440

Telegram: Bureau 1440

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

რუსეთის მცდელობა, შექმნას საკუთარი დაბალორბიტული სატელიტური ინტერნეტქსელი, სწორედ მაშინ იკრებს ძალას, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ტრამპის ადმინისტრაციის მზაობა, უკრაინას Starlink-ით სარგებლობის შესაძლებლობა მისცეს.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გასულ კვირას, Starlink-მა შეზღუდა Starshield-ის, თავისი სერვისის სამხედრო ვერსიის მუშაობა, რამაც ხელი შეუშალა ოპერაციების განხორციელებას. ეს ყველაფერი ტრამპის ადმინისტრაციასთან გამწვავებული დავის ფონზე ხდება.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უკრაინის უსაფრთხოების მდგომარეობა შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს. საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (Foreign Policy Research Institute) წარმომადგენელი რობ ლი აღნიშნავს, რომ „Starlink-ის ალტერნატივამ, თუნდაც უფრო დაბალი ხარისხისამ, შესაძლოა უკრაინას სერიოზული გამოწვევები შეუქმნას.“

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ივლისში, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის თავზე სატელიტების პირველი ჯგუფის გამოყენება დაიწყო; ამ სისტემას რუსეთი „რასსვეტს“ (რუს. „განთიადი“) უწოდებს.

მოსკოვის გეგმის თანახმად, 2027 წლისთვის მათი სატელიტური დაჯგუფება 292, ხოლო 2035 წლისთვის — 924 სატელიტს მოიცავს. შედარებისთვის, Starlink-ს 11 000-ზე მეტი სატელიტი აქვს, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ გლობალურ დაფარვას.

რუსული ქსელის შესაძლებლობები უფრო დაბალი იქნება და მას დაფარვის მხრივ შეზღუდვები ექნება. მიუხედავად ამისა, Independence Avenue Media-სთან საუბარში ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს სისტემა რუსეთს სამიზნეების აღმოჩენისა და დამიზნების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს მისცემს.

შფოთვა Starlink-ის გარშემო

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, Starlink უკრაინის თავდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს რესურსს წარმოადგენდა. ფრონტის ხაზზე მუდმივი კავშირის უზრუნველყოფის გარდა, ის ხელს უწყობს უკრაინის მიერ რუსეთის ზურგში, საშუალო რადიუსზე განხორციელებულ ბევრ დარტყმას.

რუსეთი ასევე ეფექტიანად იყენებდა Starlink-ის ტერმინალებით აღჭურვილ დრონებს, სანამ 2026 წლის თებერვალში კომპანია SpaceX მათ წვდომას შეუწყვეტდა.

გასულ კვირას უკრაინამ აღმოაჩინა, რომ შესაძლოა იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომელშიც ადრე რუსეთი იყო. 14 ოქტომბრიდან უკრაინის წვდომა Starshield-ზე, Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე მოულოდნელად შეიზღუდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გასცა ბრძანება, თუმცა სააგენტო Reuters-ის ცნობით, ის თეთრი სახლიდან გაიცა. Starlink-ის მფლობელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ სიჩქარისა თუ მოხმარების ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება, საბოლოო ჯამში კი პრეზიდენტი განსაზღვრავს. ტრამპის ადმინისტრაციამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია უარყო.

ეს დაპირისპირება პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზე ხდება. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 9 ოქტომბერს ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების თაობაზე განაცხადა. 15 ოქტომბერს, ტელეკომპანია Newsmax-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა: „ვფიქრობ, ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან“.

კრემლის „საკუთარი“ ქსელი

საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (Foreign Policy Research Institute) დრონებით წარმოებული ომის ექსპერტის, დმიტრო პუტიატას განცხადებით, კრემლს სურს ჰქონდეს საკუთარი, სუვერენული სატელიტური ქსელი. ეს რუსეთს გაუადვილებს დრონების მართვას დიდ მანძილზე, რაც უკრაინის სიღრმეში უფრო საიმედო დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს.

„არსებული თანავარსკვლავედი [სატელიტების ჯგუფი], მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შეზღუდულ დაფარვასა და დროის მცირე ფანჯარას სთავაზობს, მაინც საფრთხეს წარმოადგენს“, — აცხადებს ჯორჯ ბაროსი, ომის კვლევის ინსტიტუტის (Institute for the Study of War) ინოვაციებისა და ღია წყაროების ანალიზის მიმართულების დირექტორი. „ამან შესაძლოა რუსეთს საშუალება მისცეს, დისტანციურად მართვადი დრონებით უფრო ზუსტი დარტყმები განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ კავშირის დროის ფანჯარა შეზღუდულია“.

უკრაინის სამხედრო ძალების წარმომადგენლის თქმით, რუსული ძალები ამ სისტემას, ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქ პოკროვსკის მიდამოებში ეტაპობრივად ნერგავდნენ.

ბაროსის თანახმად, სისტემა „რასსვეტი“ (Rassvet) ამჟამად დაფარვას დღეში ორ-სამჯერ, თითო ჯერზე 1-დან 1,5 საათამდე ხანგრძლივობით უზრუნველყოფს. ამ ინტერვალების განმავლობაში რუსულ ძალებს შეუძლიათ რეალურ დროში მართონ საჰაერო და საზღვაო დრონები, რაც მათ უკრაინის თავდაცვითი ხაზების სიღრმეში მოძრავ სამიზნეებზე დარტყმის შესაძლებლობას აძლევს.

სამუელ ბენდეტმა, „ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის“ (Center for a New American Security) უფროსმა მკვლევარმა, აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ტექნიკური სირთულეები: „ამ თანავარსკვლავედში შემავალი ზოგიერთი რუსული თანამგზავრი ვერ აღწევს დაგეგმილ სიმაღლეს და გამართულად არ მუშაობს, რასაც შეუძლია „რასსვეტის“, როგორც  მთლიანი სისტემის  მუშაობას ძირი გამოუთხაროს. ეს უკვე მოხდა სატელიტების პირველ პარტიის შემთხვევაში. თუმცა ამ დროისთვის, რუსეთის სამხედრო უწყებისთვის მომუშავე სატელიტების შეზღუდული რაოდენობაც კი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს.

ბაროსმა აღნიშნა, რომ მოსკოვი თანამგზავრების ორბიტაზე გასაყვანად კვლავ დამოკიდებულია ძვირადღირებულ რაკეტა „სოიუზ-2.1ბ“-ზე; გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლიდან

მოყოლებული, ის მხოლოდ ექვსიდან რვამდე გაშვებისთვის გამოიყენეს. ამ ტემპით, რუსეთი ოთხი წლის განმავლობაში „რასსვეტის“ (Rassvet) სისტემის 128-ზე მეტ თანამგზავრს ვერ გაუშვებს — თანაც იმ დაშვებით, რომ ყველა გაშვება მხოლოდ ამ თანამგზავრული დაჯგუფებისთვის განხორციელდება. ამ შემთხვევაშიც კი, არ არის გარანტირებული, რომ ყველა თანამგზავრი გამართულად იმუშავებს.

მიუხედავად ამისა, ბაროსის თქმით, „უკრაინას ჯერ არ გააჩნია საპასუხო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომლებითაც „რასსვეტის“ სისტემის მუშაობას ჩაშლის“. მან დასძინა, რომ „რუსეთის შესაძლებლობა, თანამგზავრული კავშირის მეშვეობით მართოს  „შაჰედი“ (Shahed) დრონები და რაკეტები, სერიოზულ საფრთხეს შექმნის“.

უკრაინის გეგმა „რასვეტის“ წინააღმდეგ

უკრაინა აშშ-ისგან მოითხოვს სანქციების დაწესებას იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც „რასსვეტის“ თანავარსკვლავედის განვითარებას ეხმარებიან. სექტემბერში, როდესაც ზელენსკის და ტრამპს შორის ურთიერთობები უფრო მეგობრული იყო, უკრაინის პრეზიდენტმა ჩინეთი დაადანაშაულა Starlink-ის ალტერნატივის შექმნაში რუსეთის მიმართ დახმარებაში და ტრამპთან სანქციების საკითხი განიხილა.

4 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა Starlink-ის უკრაინულ ალტერნატივაზე, რათა კიევს ჰქონდეს სისტემა, რომელიც ნებისმიერი ერთი კომპანიის კონტროლის მიღმა იქნება.

თუმცა, თავდაცვის ტექნოლოგიების საინვესტიციო ჯგუფის, MITS Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, პერი ბოილმა Independence Avenue Media-ს განუცხადა, რომ უკრაინას შესაძლოა პრობლემის სამხედრო გზით შერბილება დასჭირდეს.

„უკრაინამ უნდა მიმართოს ღრმა დარტყმებს „რასსვეტის“ წარმოებისა და გაშვების ობიექტებზე“, – თქვა ბოილმა.

2026 წლის 22 ივნისს, უკრაინულმა ძალებმა მოსკოვის მახლობლად მდებარე რუსეთის დუბნას თანამგზავრული კომუნიკაციების ცენტრზე თავდასხმა განახორციელეს.

„რუსული თანამგზავრების წარმოებისა და გაშვების ობიექტების წინააღმდეგ უკრაინის დარტყმებმა შესაძლოა გადაადგილოს „რასვეტის“ გაშვების ვადები იმის მიღმა, რასაც რუსეთი მისაღებად მიიჩნევს“, – თქვა ბაროსმა.

თუმცა, რუსეთი ასევე აფართოებს უკრაინის მხარდამჭერი დასავლური თანამგზავრებისთვის საფრთხის შექმნის საკუთარ შესაძლებლობებს. 2026 წლის მაისში, ოთხი რუსული სამხედრო თანამგზავრი ახლო მანძილზე მანევრირებდა ფინურ ICEYE რადარის გამოსახულების თანამგზავრთან, რომელიც ბრძოლის ველის დაზვერვას უზრუნველყოფს.

„როდესაც რუსეთი კომუნიკაციების საკითხში პარიტეტს უახლოვდება, უკრაინას საბრძოლო ველის ასიმეტრიის ახალი წყაროს შემუშავება დასჭირდება“, — თქვა ბოილმა.

თუმცა, უკრაინის გეგმებს, რუსეთის თანამგზავრების სფეროში წინსვლას დაუპირისპირდეს, აშშ-სთან ურთიერთობებში ბოლო კრიზისი ართულებს. 17 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ჩაატარა ტესტები იმის დასადგენად, განზრახ იზღუდებოდა თუ არა Starlink და დაადგინა, რომ ეს ასეც იყო.

„ეს დაგეგმილი ოპერაციაა“, – თქვა მან.

დეივიდ კირიჩენკო

დეივიდ კირიჩენკო

ასევე ნახეთ

Senator-elect James Talarico speaks after his victory in the U.S. midterm elections.  REUTERS/Mike Segar
რჩეული

შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს

ნოემბერი 4, 2026
конгрес
ანალიზი

აშშ-ის შუალედური არჩევნები — შედეგების მიუხედავად, უკრაინა კონგრესში მოკავშირეებს დაკარგავს

ნოემბერი 2, 2026
Members and supporters of Iraq's Iran-backed Popular Mobilization Forces mark the withdrawal of U.S. forces from Iraq. dpa via Reuters Connect
ინტერვიუ

აშშ-ის სამხედრო მისიის დასასრული — რა იცვლება ერაყში?

ოქტომბერი 25, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media