• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > რჩეული > შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს

შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობა არ აიღო, თუმცა თქვა, რომ დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

Independence Avenue Mediaავტორი Independence Avenue Media
ნოემბერი 4, 2026
ენის შეცვლა:
English Русский
Senator-elect James Talarico speaks after his victory in the U.S. midterm elections.  REUTERS/Mike Segar

Senator-elect James Talarico speaks after his victory in the U.S. midterm elections. REUTERS/Mike Segar

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

სამშაბათს გამართულ შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მარცხია. შედეგად, ტრამპის მეორე ვადის დარჩენილ პერიოდში ვაშინგტონში მკვეთრი პოლიტიკური დაყოფა იქნება — თეთრ სახლს რესპუბლიკელები გააკონტროლებენ, კონგრესს კი დემოკრატები.

არჩევნების შედეგი დემოკრატებს საშუალებას აძლევს, კაპიტოლიუმიდან თეთრ სახლს წინააღმდეგობა გაუწიონ. აქამდე კონგრესში რესპუბლიკური უმრავლესობა, ძირითადად, პრეზიდენტის პოლიტიკურ დღის წესრიგს უჭერდა მხარს.

დემოკრატებმა რამდენიმე ისეთ შტატშიც გაიმარჯვეს, რომლებიც დიდი ხანია რესპუბლიკელების დასაყრდენად მიიჩნევა. ტეხასში დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ აშშ-ის სენატში ადგილი მოიპოვა, ჯინა ინოხოსამ კი დაამარცხა რესპუბლიკელი გუბერნატორი გრეგ ებოტი, რომელიც მეოთხე ვადით იყრიდა კენჭს. კანზასის ამომრჩევლებმა ადამ ჰამილტონი აირჩიეს. ის 1932 წლის შემდეგ ამ შტატიდან არჩეული პირველი დემოკრატი სენატორია. სამხრეთ კაროლინაში დემოკრატმა ენი ენდრიუსმა დაამარცხა დარლინ გრემი, რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის და. ლინდსი გრემი ივლისში მოულოდნელად გარდაიცვალა.

მიჩიგანში აბდულ ელ-საიედმა რესპუბლიკელი მაიკ როჯერსი დაამარცხა და სენატში არჩეული პირველი მუსლიმი გახდა. დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ დაკავებული 24-ზე მეტი ადგილი მოიპოვეს, მათ შორის იმ ოლქებშიც, სადაც 2024 წელს ტრამპმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცხოვრების ხარჯებმა, ირანთან აშშ-ის ომმა და ხელისუფლებაში კორუფციის საკითხმა. Associated Press-ის მიერ ჩატარებული ამომრჩეველთა გამოკითხვის თანახმად, ათიდან დაახლოებით რვა ამომრჩეველმა თქვა, რომ ინფლაციამ მათ ოჯახებს ზომიერი ან უფრო მძიმე ფინანსური სირთულეები შეუქმნა. დაახლოებით ოთხიდან სამმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარყოფითად შეაფასა. ეს შედეგები მიუთითებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილება კვლავ ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა 2024 წელს ცხოვრების ხარჯების შემსუბუქების დაპირებით გაიმარჯვა.

კონგრესში უმრავლესობის შეცვლას შედეგები იანვარშივე მოჰყვება, როგორც კი ახალი მოწვევის კონგრესი შეიკრიბება. დემოკრატები შეძლებენ კომიტეტების ხელმძღვანელობას, მოსმენების გამართვასა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული დოკუმენტების მოთხოვნას. სენატში უმრავლესობა მათ საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურების დამტკიცებაც დაბლოკონ. დემოკრატების ლიდერებმა მიანიშნეს, რომ მათი პრიორიტეტები იქნება მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობისა და ტრამპის ბიზნესინტერესების გამოძიება, ასევე ოჯახების ხარჯების შემცირება.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა, რომელიც შესაძლოა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი გახდეს, თავისი საწყისი საკანონმდებლო გეგმები წარადგინა. მთავარი აქცენტი ცხოვრების ხარჯების შემსუბუქებასა და ადმინისტრაციის საქმიანობაზე კონგრესის ზედამხედველობაზე გააკეთა. თუმცა ტრამპს კანონპროექტებზე ვეტოს დადების უფლება აქვს. ამიტომ კონგრესის კონტროლი დემოკრატებს ვერ აძლევს გარანტიას, რომ მათი ინიციატივები კანონად იქცევა.

ტრამპმა უარყო მოსაზრება, რომ ამ შედეგებით ამომრჩეველმა პირადად მას გამოუცხადა უნდობლობა. მისი თქმით, ბიულეტენში მისი სახელი არ ყოფილა. ტრამპმა გააკრიტიკა დამარცხებული რესპუბლიკელი კანდიდატები და მიანიშნა, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტებს, რომლებსაც ზედმეტად რადიკალურად მიიჩნევს. ამასთან, თქვა, რომ არჩევნების შედეგებს მიიღებს და ცალკეულ საკითხებზე თანამშრომლობის შესაძლებლობაც დაუშვა.

მომზადებულია Associated Press-ისა და Reuters-ის მასალებზე დაყრდნობით.

Independence Avenue Media

Independence Avenue Media

ასევე ნახეთ

Members and supporters of Iraq's Iran-backed Popular Mobilization Forces mark the withdrawal of U.S. forces from Iraq. dpa via Reuters Connect
ინტერვიუ

აშშ-ის სამხედრო მისიის დასასრული — რა იცვლება ერაყში?

ოქტომბერი 25, 2026
Росія, Україна
რჩეული

ჰიბრიდული ომი რუსეთის წინააღმდეგ: პიტერ რაუს სტრატეგია შეკავების აღსადგენად

ოქტომბერი 22, 2026
ტეილორი: რუსულ დიზელზე ტრამპის შეთანხმება აშშ-ის ლიდერობას ძირს უთხრის – Independence Avenue Media
რჩეული

ტეილორი: რუსულ დიზელზე ტრამპის შეთანხმება აშშ-ის ლიდერობას ძირს უთხრის

ოქტომბერი 18, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media