• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > ამერიკის შეერთებული შტატები > დამოუკიდებლობის დღე 2025: ორმაგი დღესასწაული ამერიკისთვის და INDEPENDENCE AVENUE MEDIA-სთვის

დამოუკიდებლობის დღე 2025: ორმაგი დღესასწაული ამერიკისთვის და INDEPENDENCE AVENUE MEDIA-სთვის

ია მეურმიშვილიავტორი ია მეურმიშვილი
ივლისი 4, 2025
დამოუკიდებლობის დღე 2025: ორმაგი დღესასწაული ამერიკისთვის და INDEPENDENCE AVENUE MEDIA-სთვის – Independence Avenue Media
A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

დღეს, 2025 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 249-ე წელს ზეიმობს. დღესასწაულს საფუძველი 1776 წელს ჩაეყარა, როდესაც ამერიკამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყო ერის დაბადება, რომელიც თავისუფლებასა და ერთიანობაზე დაფუძნდა.

შეერთებული შტატების მასშტაბით დამოუკიდებლობის დღე ტრადიციული ღონისძიებებით აღინიშნება, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ეროვნულ მოლზე გრანდიოზული, 17½ წუთიანი ფოერვერკია.

Independence Avenue Media-თვის (IAM), რაც ქართულ ენაზე ითარგმნება, როგორც “დამოუკიდებლობის გამზირი მედია”, წელს ამ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ასევე აღვნიშვნავთ ჩვენი დაფუძნების დღეს. ამ ისტორიულ დღეს დაარსებული IAM, მიზნად ისახავს აუდიტორიის წინაშე წარსდგეს, როგორც ამერიკული ღირებულებების მატარებელი და ქვეყნის დედაქალაქში ბაზირებული მედია ორგანიზაცია.  

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებში, თეთრმა სახლმა პატივი მიაგო „დამფუძნებელი მამების სიმამაცეს, პატრიოტებს, რომლებმაც თავისუფლება მოგვიტანეს და გმირებს, რომლებმაც ის 249 წლის განმავლობაში დაიცვეს“. ამასთან, თეთრი სახლი აცხადებს, რომ „პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ამერიკული სული დაბრუნდა – გაბედული, ამაყი და თავისუფალი“.

Independence Avenue Media ამაყია იმით, რომ მაუწყებლობას ამ ღირშესანიშნავ დღეს იწყებს. ჩვენი მიზანია ფაქტებზე დაფუძნებული, სიღრმისეული და შინაარსიანი ჟურნალისტიკა შევთავაზოთ გლობალურ აუდიტორიას, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ავტორიტარიზმის გავლენა საგრძნობი, დემოკრატია კი მყიფეა. ჩვენს აუდიტორიას მოვუთხრობთ ამერიკის პოლიტიკის მრავალმხრივ ასპექტებზე, საგარეო ურთიერთობებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე.

Independence Avenue Media ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს!

ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი არის Independence Avenue Media-ს თანადამფუძნებელი, პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი რედაქტორი. მშობლიურ საქართველოში ტელევიზიის წამყვანის რანგში ცნობილია, მანამდე ის ხელმძღვანელობდა „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურის გადაცემებს, სადაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის, ნატოს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ხელმძღვანელობდა. ის ხშირად არის მოწვეული კომენტატორი, კონფერენციის მომხსენებელი და ლექტორი.

ასევე ნახეთ

პუტინის ფსიქოლოგიური ოპერაცია ესკალაციის მუქარით – Independence Avenue Media
რღვევის სარტყელი

პუტინის ფსიქოლოგიური ოპერაცია ესკალაციის მუქარით

სექტემბერი 11, 2026
Department of Defense
რჩეული

კუპერი: დროა რუსეთის ჩრდილოვან ომს ვუპასუხოთ

სექტემბერი 15, 2026
Credit: Photo illustration. Left portrait: The Cipher Brief (Ralph Goff)
რჩეული

„სადაზვერვო დიპლომატია“ სამშვიდობო შეთანხმების მოსასინჯად: CIA-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტზე

სექტემბერი 15, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media