უკრაინაში არმიისთვის შექმნილი ონლაინ მაღაზია „ამაზონის“ მსგავსი სისტემა მოქმედებს, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფ სამხედროებს საშუალებას აძლევს, არმიის ცენტრალიზებული მომარაგების სისტემის გვერდის ავლით, შეიარაღება შეუკვეთონ და რამდენიმე დღეში მიიღონ.
სამხედროებს შეუძლიათ ეს პროდუქტები ბრძოლის ველზე გამოიყენონ და რუსეთის ძალებზე დადასტურებული დარტყმებისთვის „ქულები“ მიიღონ. სისტემა ვიდეოთამაშს ჰგავს, თუმცა მას რეალური შედეგები აქვს.
კიევში, Independence Avenue Media-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი ოქსანა ფერჩუკი ამბობს, რომ სამინისტროს სამხედრო ტექნოლოგიების ეკოსისტემა Brave1-ში უკვე ათასობით კომპანია და სტარტაპია გაერთიანებული, რომელთა პროდუქტებს შორისაა სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, მათ შორის უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი დრონები.


