• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი მიღებულია — მომხრე და მოწინააღმდეგე კონგრესმენების არგუმენტები

კონგრესმენებს ვკითხეთ, რატომ მისცეს ხმა მის სასარგებლოდ ან წინააღმდეგ. კანონპროექტის მომხრეები აცხადებენ, რომ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის დროა. მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპს კრემლთან ურთიერთობის წარმართვაში ხელ-ფეხს უკრავს.

Mariia Ulianovskaby Mariia Ulianovska
ივნისი 6, 2026
Photo: Mariia Ulianovska
A A
Summarize with ChatGPTShare on X

წარმომადგენელთა პალატის 18 რესპუბლიკელი წევრი, თეთრი სახლისა და პარტიის ხელმძღვანელობის პოზიციის საპირისპიროდ, პალატის პრაქტიკულად ყველა დემოკრატს შეუერთდა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში, უკრაინისთვის პირველ ყველაზე მნიშვნელოვან დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა.

„უკრაინის მხარდაჭერის აქტი“, 226 ხმით, 195-ის წინააღმდეგ მიიღეს. აქტი მილიარდ დოლარზე მეტ ახალ სამხედრო და უსაფრთხოების დახმარებას, $8 მილიარდამდე სესხს და რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკული, სამთომოპოვეებით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სექტორების წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ითვალისწინებს.

კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე მხოლოდ მას შემდეგ გავიდა, რაც მისმა მხარდამჭერებმა პეტიცია გამოიყენეს — პროცედურული მექანიზმი, რომელიც 218 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში კონგრესმენებს საშუალებას აძლევს, კენჭისყრაზე გაიტანონ კანონპროექტი, რომლის განხილვის დანიშვნაზეც პალატის ხელმძღვანელობა უარს ამბობს. ამ გზით, მათ გვერდი აუარეს რესპუბლიკელ ლიდერებს, რომლებიც კენჭისყრის ჩატარებას თვეების განმავლობაში ბლოკავდნენ.

კანონპროექტის მხარდამჭერთა თქმით, იმ ფონზე, როცა კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და რუსეთი ბრძოლის ველზე პროგრესს ვერ აღწევს, ვაშინგტონმა ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა უნდა გაზარდოს, რათა ის რეალურ დათმობებზე წავიდეს. მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ ეს დონალდ ტრამპს კრემლთან ურთიერთობის წარმართვაში ხელ-ფეხს უკრავს.

კენჭისყრის შემდეგ, INDEPENDENCE AVENUE MEDIA დემოკრატ და რესპუბლიკელ კონგრესმენებს ესაუბრა, რათა გაერკვია, რამ განაპირობა მათი გადაწყვეტილება კენჭისყრის დროს.

ნიუ-იორკის შტატის დემოკრატი კონგრესმენი გრეგორი მიქსი, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი დემოკრატი და „უკრაინის მხარდაჭერის აქტის“ ავტორი, რომელმაც კანონპროექტი 2025 წლის აპრილში წარადგინა:

„მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ შევძელით წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის გამართვა, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინაში ჩვენს კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს ვეხმარებით, ვლადიმირ პუტინის მიერ არჩეული და სასტიკი ომის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვისურვებდი, ეს უფრო ადრე მომხდარიყო.

ეს პროცესი უფრო სწრაფად უნდა წარმართულიყო. ჩვეულებრივი პროცედურის ნაცვლად, მოგვიწია უფრო რთული გზის გავლა, რათა უკრაინელი ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ მათ გვერდით ვდგავართ და მივაწვდით იმას, რაც სჭირდებათ. უკრაინელ ხალხს მადლობას ვუხდი.

რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, უკრაინაში კონგრესის ბოლო დელეგაციას მე ვხელმძღვანელობდი. ხალხს ვესაუბრებოდი — არა მხოლოდ არჩეულ ოფიციალურ პირებს, არამედ ტაქსის მძღოლებს, რესტორნებში მომუშავეებს, საავადმყოფოებიდან გამოსულ ადამიანებს. ვეკითხებოდი, რა ვითარება იყო და რას გააკეთებდნენ, თუ ვლადიმირ პუტინი თავდასხმას დაიწყებდა. მათი პასუხი იყო: „თუ იმას მოგვცემთ, რაც გვჭირდება, ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად.“ და უკვე თითქმის ხუთი წელია, ისინი სწორედ ამას აკეთებენ.

ისინი მამაცები არიან, მტკიცედ დგანან, ქედს ვიხრი მათ წინაშე. ეს კენჭისყრაც იმის დასტურია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე კანონპროექტი სენატშიც არ იქნება მიღებული და უკრაინა არ მიიღებს შესაძლებლობას, შეიძინოს და მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდება. მადლობას ვუხდი იმ მოკავშირეებს, რომლებიც უკრაინას საჭირო დახმარებას აწვდიან, რათა მათ ბრძოლა გააგრძელონ. ჩვენ არ დავნებდებით. არ გავჩერდებით, ვიდრე ვლადიმირ პუტინი არ დამარცხდება.“

Rep. @RepGregoryMeeks, the top Democrat on the Foreign Affairs Committee and the bill's original sponsor, voted YES — and wishes it had come sooner:

"We're going to continue until we get it done in the Senate and make sure that you're able to purchase and get what you need. "… pic.twitter.com/lFJW6FlGtj

— Independence Avenue Media (@indavemedia) June 5, 2026

ფლორიდის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა, რომელიც უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საუკეთესო გზა მოსკოვთან უფრო მჭიდრო ჩართულობაა:

„ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს კანონპროექტი [აშშ-ის] პრეზიდენტის პოზიციას ასუსტებს. გარდა ამისა, ჩემი კითხვა ასეთია: რატომ არ სურს [უკრაინის პრეზიდენტს] ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის პროცესში ჩართვა და ამავე დროს, დამატებით დახმარებას ითხოვს? თქვენი აზრით, ამერიკელი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა ამის მხარდაჭერა?

ჩემი აზრით, უკრაინისთვის უკვე გაცილებით მეტი დახმარება გვაქვს გაწეული, ვიდრე ოდესმე უნდა გაგვეწია. ამასთან, გაუგებარია, რატომ არ სურს ზელენსკის მსგავსი შესაძლებლობების განხილვა, თუ არსებობს უსაფრთხოების გარანტიების მიღების შანსი, მრავალტრილიონიანი სავაჭრო შეთანხმების პოტენციალი და სხვა. თუმცა, შეგიძლიათ ნახოთ კენჭისყრის შედეგები — მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ვფიქრობ, [ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი] უნდა დასხდნენ და პირდაპირ ისაუბრონ. ასევე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შუამავლობისთვის ძალიან ძლიერი დიპლომატიური გუნდი არსებობს — [სპეციალური წარმომადგენელი სტივ] უიტკოფი და [ჯარედ] კუშნერი. არ გამოვრიცხავ, რომ თავად პრეზიდენტიც [დონალდ ტრამპი] დაესწროს ასეთ შეხვედრას. ჩემი აზრით, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს.

ერთ რამეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადებ: მე არც რუსეთის მხარეს ვარ და არც უკრაინის. მე მხოლოდ ამერიკელი ხალხის ინტერესებიდან გამოვდივარ. ამ ომს კი უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ყოველთვის უნდა იყო მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების მხარეს.

ამასთან, ჩნდება კითხვა: რატომ არ სცადა წინა ადმინისტრაციამ, უპირველესად, მშვიდობის მიღწევა და ომის დასრულება? რატომ არ ეცადა ამისთვის ძალისხმევის გაწევას მაშინ და, პირიქით, რატომ უწყობდა ხელს ამ პროცესის გაგრძელებას?

ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მხარს დავუჭერ, არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართულებით აკეთებს. ჩემი აზრით, თუ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხერხდება, დამატებითი Patriot-ის რაკეტების გაგზავნის საჭიროება აღარ იარსებებს, რადგან თავდასხმების საფრთხეც აღარ იქნება.“

Rep. @RepKiley (I-CA), who caucuses with Republicans, says he was the deciding signature on the discharge petition that forced the vote:

"This conflict will not end if we don't change the dynamic. This vote today changes the dynamic."
4/ pic.twitter.com/INvVdeKGbF

— Independence Avenue Media (@indavemedia) June 5, 2026

დამოუკიდებელმა კონგრესმენმა კალიფორნიიდან, კევინ კაილიმ, რომელიც რესპუბლიკელებთან კოორდინაციაში მოქმედებს, INDEPENDENCE AVENUE MEDIA-ს უთხრა, რომ სწორედ მისი ხმა იყო გადამწყვეტი პეტიციისთვის, რომლის შედეგადაც კანონპროექტს პლენალურ სხდომაზე კენჭი უყარეს.

„შეძრწუნებული ვართ რუსეთის ბოლო ქმედებებითა და მისი სისასტიკით. ამავე დროს, იმედისმომცემია უკრაინელების მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული ბოლო წარმატებები. თუმცა აშკარაა, რომ არსებული დინამიკა უნდა შეიცვალოს. ეს კონფლიქტი არ დასრულდება, თუ არსებული ვითარება არ შეიცვლება. ვფიქრობ, დღევანდელი კენჭისყრა სწორედ ამ ცვლილებას მოიტანს.

ეს დამატებით ბერკეტს გვაძლევს, რადგან კონგრესი ორპარტიული მხარდაჭერით მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო მატერიალურ დახმარებას ვაწვდით და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთმა მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი აგრესიისა და სისასტიკისთვის.

ვიგრძენი, რომ სწორედ ახლა იყო ის მომენტი, როდესაც კონგრესის მოქმედებას რეალური ცვლილების მოტანა შეეძლო.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა საკრამენტოს რეგიონში მცხოვრებ უკრაინულ-ამერიკულ საზოგადოებასთან, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის დიდი პატივი იყო, საჯარო სამსახურში ყოფნის ამ ათწლეულის განმავლობაში მონაწილეობა მიმეღო მათ შეკრებებში, ფესტივალებსა და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებაში. ბოლო, განსაკუთრებით მძიმე წლებში კი მათთან ერთად ვმონაწილეობდი როგორც სამგლოვიარო ღონისძიებებში, ისე იმ აქტივობებში, რომლებიც საზოგადოების სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვას ემსახურებოდა.

იმედს ვიტოვებ, რომ ეს გადაწყვეტილება ვითარებას შეცვლის და კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს ისეთი გზით, რომელიც მომავალში რუსეთის აგრესიას შეაკავებს და დაიცავს იმ ღირებულებებს, რომელთა დაცვაც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიზანია.“

Mariia Ulianovska

Mariia Ulianovska

Mariia Ulianovska is an Emmy Award–winning journalist and documentary filmmaker based in Washington, DC. She covers U.S. foreign policy and reports on Ukraine, with a focus on the human impact of geopolitical events.

ასევე ნახეთ

Путін
ინტერვიუ

CIA-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: პუტინს იმ ელიტების უნდა ეშინოდეს, რომლებსაც უკრაინის ომი აღარ სურთ

by კირილ სუხოტსკი
0
Photo: Ukraine Ministry of Defense
რჩეული

დრონების შემდეგ რობოტები — როგორ იცვლება ომის ტექნოლოგიები უკრაინაში

by დეივიდ კირიჩენკო
0
არჩევნები — გამოცდა სომხეთის პროდასავლური კურსისთვის – Independence Avenue Media
ანალიზი

არჩევნები — გამოცდა სომხეთის პროდასავლური კურსისთვის

by სანდრო ჯუფალაკიანი
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • თავფურცელი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media