• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home მიკროდოკი

ხმები ფრონტიდან: როდესაც სხვისი ისტორიის კითხვა, საკუთარ ტრავმას კურნავს

„ცხოვრებას აღარასდროს გადადებ ხვალისთვის“ — უკრაინელი ვეტერანები ომის ისტორიების გაზიარებით ახალ ცხოვრებას იწყებენ.

ქართლოს შარაშენიძეby ქართლოს შარაშენიძე
აპრილი 19, 2026
Voice of defenders - Independence Avenue Media

Voice of defenders - Independence Avenue Media

A A
Summarize with ChatGPTShare on X

უკრაინელი ვეტერანი მაქსიმ ფეტისოვი, ლვივის პატარა სტუდიაში, იჰორის, მიმდინარე ომის კიდევ ერთი ვეტერანის ისტორიას კითხულობს.

კითხვისას ის მოულოდნელ აღმოჩენას აკეთებს: ის და იჰორი ერთ ქვედანაყოფში მსახურობდნენ, ერთსა და იმავე ოპერაციებში მონაწილეობდნენ, თუმცა ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.

„ვიდეოც კი მაქვს“, ამბობს მაქსიმი — „ფრონტის ხაზზე გადავიღე, როგორ ჩაიარა ჯავშანტექნიკამ. აღმოჩნდა, რომ იჰორი სწორედ იმ მანქანაში იჯდა.“

სწორედ ამგვარი კავშირების დამყარებაა „მცველთა ხმების“ მთავარი მიზანი, პროექტის, რომლის ფარგლებშიც, ომის ვეტერანების მიერ დაწერილ მოგონებებს, სხვა ვეტერანები ხმამაღლა კითხულობენ.

„სხვისი ისტორიის კითხვა გეხმარება გააცნობიერო საკუთარი განცდილი ტკივილი ისე, რომ ყველა ძველი ჭრილობა თავიდან არ გაგეხსნას“, ამბობს პროექტის თანაავტორი, იურკო ვოვკოჰონი.

თავად ვოვკოჰონი, ბრძოლის ველზე 2022 წელს დაიჭრა. სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებულმა მტკიცედ გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა იმ ადამიანების ისტორიები, ვინც სამშობლოს ემსახურა.

ვეტერანებისთვის, რომლებიც ამაში მონაწილეობენ, თანამებრძოლის სიტყვების გახმოვანება ხშირად ძალიან ემოციური პროცესია.

„როდესაც შენი ბრიგადის წევრის ტექსტს კითხულობ — მაშინაც კი, თუ მას პირადად არ იცნობდი — ამას მყისიერად გრძნობ“, ამბობს ნაზარ პავლიკი, ვეტერანი და პროექტის ხმის ინჟინერი. „გახსენდება ადგილები, სუნიც კი. ეს კავშირი ძალიან ძლიერია“.

ამ დროისთვის, პროექტი 40-ზე მეტი მებრძოლის ისტორიებს მოიცავს.

ანდრი კასპშიშაკი, ვეტერანი და მწერალი, აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი სოფლისა და მის ცენტრში მდებარე პატარა ბორცვის ისტორიას ყვება. ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მობილური კავშირი იჭერდა. სოფლის მცხოვრებლები საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ, ბორცვზე ადიოდნენ, რათა ახლობლებისთვის ეთქვათ, რომ ცოცხლები იყვნენ.

„მერე კი, ერთ დღესაც, ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ლურჯ-ყვითელი დროშებით. მაშინვე მიხვდნენ, რომ თავისუფლები იყვნენ“, ამბობს კასპშიშაკი.

ომის შემდეგ ანდრიმ პრესტიჟულ აუდიტორულ კომპანიაში კარიერა მიატოვა, საგამომცემლო სახლი დააარსა და უკრაინის კათოლიკურ უნივერსიტეტში ვეტერანთა მზარდ თემთან დაიწყო მუშაობა.

„უკან შეცვლილი ბრუნდები“, ამბობს ის. „ცხოვრებას აღარასდროს გადადებ ხვალისთვის. ომი ამის უფლებას არ გაძლევს“.

ვოვკოჰონისთვის კი სწორედ ეს გადაუდებლობის განცდაა მთავარი — „ეს არის დიდ ფასად მიღებული მტკივნეული გამოცდილება. თუ მას სხვებს არ გაუზიარებ, შენში ტრავმად დარჩება და შიგნიდან გაგანადგურებს.“

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

Kartlos Sharashenidze is co-founder, executive editor, and Georgian Service managing editor of Independence Avenue Media, with expertise in U.S. foreign policy and Eurasian geopolitics. A former documentarian and reporter at Voice of America, he got his start in his native Georgia at Georgian Public Broadcaster and Imedi TV.

ასევე ნახეთ

Voice of defenders - Independence Avenue Media
მიკროდოკი

ხმები ფრონტიდან: როდესაც სხვისი ისტორიის კითხვა, საკუთარ ტრავმას კურნავს

by ქართლოს შარაშენიძე
0
edited images of Viktor Orbán and Péter Magyar in Hungary’s election scene
ინტერვიუ

„თაობათა გამოწვევა“ — რა იცვლება ორბანის შემდეგ?

by ქართლოს შარაშენიძე
0
U.S. President Trump meets with NATO Secretary General Rutte in Washington. Kevin Lamarque- Reuters Pictures;
რჩეული

აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში: ალიანსიდან აშშ-ის გასვლა “დამანგრეველი” იქნება

by ია მეურმიშვილი
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media