• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > რჩეული > „შუა საუკუნეების MMA” — როგორ ებრძვის უკრაინელი ვეტერანი პოსტტრავმულ სტრესს?

„შუა საუკუნეების MMA” — როგორ ებრძვის უკრაინელი ვეტერანი პოსტტრავმულ სტრესს?

ფრონტიდან დაბრუნებულ უკრაინელ ვეტერანებს, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან გამკლავებაში ბუჰურტი ეხმარება. ეს არის შუა საუკუნეების საბრძოლო სპორტი, რომელშიც აბჯარასხმული მებრძოლები ერთმანეთს გუნდურად ებრძვიან.

Independence Avenue Mediaავტორი Independence Avenue Media
აპრილი 4, 2026
ენის შეცვლა:
English Українська
„შუა საუკუნეების MMA” — როგორ ებრძვის უკრაინელი ვეტერანი პოსტტრავმულ სტრესს? – Independence Avenue Media
A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

ომიდან დაბრუნების შემდეგ, ვლადისლავ რომანეცკის ცხოვრება რთულ რეალობად იქცა.

„დღეში შეიძლება ორი-სამი საათი გეძინოს და თავს მუდმივად საშინლად გრძნობ. წარმოიდგინეთ, თითქოს, დედის დაკრძალვაზე ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ნაბახუსევით მიდიხართ და ყოველდღე თავს ასე გრძნობთ — ეს, ალბათ, ყველაზე უკეთ აღწერს მდგომარეობას, რაზეც ვსაუბრობ“, ამბობს ვლადისლავი.

შემდეგ ვლადისლავმა შუა საუკუნეების საბრძოლო სპორტი აღმოაჩინა.

ვლადისლავი წარმოშობით კრივი-რიჰიდანაა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქიდან. უკრაინის არმიას 2017 წელს შეუერთდა. 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფრონტის ხაზზე საბრძოლო მედიკოსად მსახურობდა ხერსონში, დონეცკსა და ხარკივში.

სამხედრო სამსახურიდან, საარტილერიო დარტყმის შედეგად მრავლობითი ტრავმის მიღების შემდეგ გათავისუფლდა.

სწორედ ამ დროს ახალი პრობლემები დაიწყო — სმენისა და მხედველობის დაქვეითება, უკონტროლო კანკალი, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო მოვლენები პანიკის უეცარ შეტევებს იწვევდა.

„მეგობართან ერთად გარეთ ვიდექი და ვსაუბრობდით, როცა ახლოს მდგომმა ფოტო გადაიღო. განათებისთანავე, ორივე ლამის მიწაზე დავეცით — ტვინმა ეს წამში აფეთქებასთან დააკავშირა“, იხსენებს ვლადისლავი.

ის პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებოდა.

სტაციონარული რეაბილიტაციის ცენტრში ყოფნისას, სპეციალისტმა მას ვეტერანების მიერ შექმნილი პროექტის შესახებ უამბო — „ბუჰურტ სიჩზე“, რომლის ფარგლებშიც, შუა საუკუნეების საბრძოლო სპორტს, სტრესთან დაკავშირებული აშლილობების მქონე ვეტერანების დასახმარებლად იყენებენ.

სპორტში შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი საბრძოლო აღჭურვილობა, აბჯარი და „ხმლები“ გამოყენება და შერეული საბრძოლო ხელოვნების სტილის ბრძოლები იმართება.

„აბჯარი ავისხი და „ხმლით“ ბრძოლა ვცადე, საოცრად უჩვეულო შეგრძნება იყო“ — ვლადისლავი მაშინვე მოიხიბლა.

„საავადმყოფოს პალატაში ყოფნისას, ვლადმა ჩვენი მწვრთნელის მიერ გამოქვეყნებული ყველა ვიდეო ნახა. შეისწავლა ყველა ტექნიკა, შემდეგ ჩვენთან მოვიდა და მწვრთნელი დაამარცხა — მსოფლიო ჩემპიონი შუა საუკუნეების საბრძოლო სპორტში — თანაც მწვრთნელისვე ილეთებით, რაც ვიდეოში ნახა“, ამბობს „ბუჰურტ სიჩის“ ხელმძღვანელი, ოლენა კრეჩეტი.

კრეჩეტი ამბობს, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანებს, ხშირად, ადრენალინის ჭარბი დონე აქვთ, რაც მათ ჭამასა და ძილსაც კი ურთულებს, „მაგრამ, როცა არენაზე შეაბიჯებ, ადრენალინისგან ბუნებრივად თავისუფლდები“.

ვლადისლავი ახლა ინსტრუქტორია.

„ხშირად, როცა ვარჯიშზე მიდიხარ ცუდად ხარ ან უბრალოდ განწყობა არ გაქვს, მაგრამ აქ ბიჭები ენერგიის ტალღას ქმნიან და შენც მათგან იმუხტები. ეს ენერგიის ერთგვარი გაცვლაა, რითაც ორივე მხარე ძლიერდება. ხშირად, როცა ვარჯიშიდან გამოვდივარ, ვფიქრობ — ალბათ ისინი უფრო დამეხმარნენ, ვიდრე მე მათ“, ამბობს ის.

Forged by War (ომში გამოწრთობილი), Independence Avenue Media-სა და 1+1 პროდაქშენის თანამშრომლობით შექმნილი ხუთეპიზოდიანი დოკუმენტური ფილმების სერიაა. ქვემოთ მოცემულ ეპიზოდში გიამბობთ ვლადისლავზე, რომელმაც ბრძოლის ველიდან, შუა საუკუნეების საბრძოლო სპორტის არენაზე შეაბიჯა.

Independence Avenue Media

Independence Avenue Media

ასევე ნახეთ

ტეილორი: რუსულ დიზელზე ტრამპის შეთანხმება აშშ-ის ლიდერობას ძირს უთხრის – Independence Avenue Media
ინტერვიუ

ტეილორი: რუსულ დიზელზე ტრამპის შეთანხმება აშშ-ის ლიდერობას ძირს უთხრის

ოქტომბერი 15, 2026
Трамп
რჩეული

„სრული შოკი“ — პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი ტრამპისა და პუტინის დიზელის შეთანხმებაზე

ოქტომბერი 14, 2026
Meeting with heads of delegations participating in Eurasian Intergovernmental Council in Minsk.
რჩეული

პუტინის რესოვიეტიზაციის ეპიკური მარცხი

ოქტომბერი 12, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media