1629 წელს, რომში, „პროპაგანდა ფიდეს“ — კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების სტამბაში დაბეჭდილი ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული კოლექციის მხოლოდ ერთი ნაწილია.
ბიბლიოთეკა, ათასობით ქართულ წიგნს, პერიოდულ გამოცემებს, რუკებს, საარქივო დოკუმენტებს, ფოტოებს და სხვა ტიპის მასალას ინახავს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შეგროვდა.


