$15 000-მდე დეპოზიტი აშშ-ში მოგზაურობისთვის — აშშ-მა საქართველო სავიზო დეპოზიტის პროგრამაში მოაქცია. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს, ტურისტული მიზნით აშშ-ში მოგზაურობისთვის 5, 10 ან 15 ათასი დოლარის ოდენობით დეპოზიტის განთავსება მოუწევთ. ვიზის მფლობელს თანხა სავიზო პირობების შესრულების შემთხვევაში დაუბრუნდება.