დასრულებული და დასასრულებელი ომები, ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები, ურთიერთობა ნატოსთან — ეს არის მთავარი საგარეო პოლიტიკური საკითხები, რაზეც კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა.
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველ ათ თვეში, რვა ომი დაასრულა და თქვა, რომ ძალიან ბევრს მუშაობს მეცხრე ომის, „რუსეთსა და უკრაინას შორის მკვლელობისა და ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად“.
სიტყვით გამოსვლისას, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ დაუშვებს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე ისაუბრა ნატოს გადაწყვეტილებაზე, წევრმა ქვეყნებმა, თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზარდონ. დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები შეერთებული შტატების მეგობრები და მოკავშირეები არიან.
ორსაათიანი გამოსვლის დიდი ნაწილი შიდაპოლიტიკურ საკითხებს დაეთმო, მათ შორის, პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა ეკონომიკაზე, ინფლაციასა და იმიგრაციაზე.
ასევე ნახეთ:
„ახალი სტარტის“ შეთანხმება აღარ არსებობს — რა იქნება შემდეგ?
ნატოს მიდგომა სამხრეთ კავკასიის მიმართ
იური ლუიკი: უკრაინაში სუსტი მშვიდობა ნატოს პოზიციებს შეარყევს
სახდეპის სპიკერი ჰანრაჰანი-დარსალიას შეხვედრაზე: განიხილეს სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის შესაძლებლობები