• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ანალიზი

რუსეთი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ფავორიტი აღარ არის

რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელები, 2026 წლის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე არ იყვნენ. სადისკუსიო სცენაზე, დელეგატებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან, რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრეს.

კირილ სუხოტსკიby კირილ სუხოტსკი
თებერვალი 2, 2026
No Longer Davos’ Darling, Russia Fades as Moldova and Belarus Take Stage
A A
Summarize with ChatGPTShare on X
🔊

2000 წელს, შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ამერიკელმა ჟურნალისტმა მარტივი კითხვა დასვა: „ვინ არის ბატონი პუტინი?“ — მამაკაცის შესახებ, რომელიც მაშინ, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტი გახდა.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ამ კითხვაზე პასუხი დაახლოებით ასეთი იყო: „პუტინი დავოსის კაცია. აყვავებული ეკონომიკის ლიდერი, რომელთანაც ყველას სურს გარიგება“.

ეს ასე აღარ არის.

26 წლის შემდეგ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველ ომშია ჩართული, მისი ეკონომიკა დასავლეთის მკაცრი სანქციების ქვეშაა და ერთადერთი გარიგება, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით დავოსში განიხილეს, უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებაა.

„ვლადიმირ პუტინი მკვლელია. საუკეთესო დღეებში ის მატყუარაა, ხოლო ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, მისი ყველაზე ცუდი დღეებია… მისი ნდობა არ შეიძლება“, თქვა აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა, დავოსში გამართულ დისკუსიაზე.

„უკრაინისა და შეერთებული შტატების გარდა, [რუსეთს] ასევე უნდა დავაკვირდეთ ნატოს მოკავშირეების გადმოსახედიდან, განსაკუთრებით ამ რეგიონში, რათა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა“, თქვა ტილისმა.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი, რასაც ვლადიმირ პუტინი ამბობს და სიმართლის ფილტრში გავატაროთ, რადგან მისი ნდობა უბრალოდ შეუძლებელია. ასე რომ, შეთანხმება ძალიან სპეციფიკური უნდა იყოს, მის დარღვევას კი კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს“, თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა უკრაინის პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

სენატორს მიაჩნია, რომ „რუსეთს ნამდვილად სურს იმპერიის აღდგენა. პუტინს გავლენის დაკარგვის ეშინია. ის გავლენას კარგავს, რადგან წარუმატებელია და რუს ხალხში იმედგაცრუებას ქმნის. ის უკრაინაში წარუმატებელია“.

წელს დავოსში, ასობით პოლიტიკურმა ლიდერმა, რუსეთის შესახებ, რუსეთის გარეშე ისაუბრა. კითხვა ასეთი იყო: როგორ მოვიქცეთ ქვეყანასთან, რომელიც აღარ არის პარტნიორი, არამედ პირიქით, საფრთხეს უქმნის ყველა დამსწრეს?

შემდეგ, ყურადღება მოსკოვიდან რუსეთის მეზობლებზე გადავიდა, რომლებმაც ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს ვლადიმირ პუტინმა და რუსეთმა მომავალში, მათ შორის, ფორუმის მონაწილე სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

„იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, სამშვიდობო შეთანხმება შედგება. მაგრამ, მინდა გავაქარწყლო ილუზია, რომ თუ ეს შეთანხმება შედგება, რუსეთი იმპერიულ ზრახვებზე უარს იტყვის“, თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

„ვერ ვხედავ ამის რაიმენაირ ნიშანს, რადგან კრემლის რეჟიმი არის ისეთი, როგორიც ის არის… კრემლის რეჟიმის ცვლილების შემთხვევაშიც კი, ალბათ რუსეთის პოლიტიკა რადიკალურად არ შეიცვლება, რადგან, დრო და დრო, ვისმენ რას ამბობენ რუსი ოპოზიციონერი ლიდერები. სინამდვილეში, ისინი ერთსა და იმავე იდეებს წარმოადგენენ და ეს იდეები, უპირველეს ყოვლისა, არის რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა“.

მძიმე პროგნოზები რუსეთისთვის

დავოსის დელეგატებმა, ომის განმავლობაში, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა განიხილეს. რუსეთის მეზობლებმა, მათ შორის ევროკავშირის წევრებმა, მხარი დაუჭირეს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.

მაგრამ, რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოშლილა, მან ომის დროს ზომიერი ბუმი განიცადა. 2025 წელს, რუსული რუბლი ამერიკულ დოლართან მიმართებაში, დაახლოებით, 44%-თ გამყარდა და ვლადიმირ პუტინს კვლავ შეუძლია ომის დაფინანსება. თუმცა, შესაძლოა ეს ყველაფერი წელს შეიცვალოს.

„ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობისთვის სახარბიელო არ არის. ვფიქრობ, რუსეთის ეკონომიკა უარესდება, მასში მრავალი მაკროეკონომიკური პრობლემა და დისბალანსი დაგროვდა“, თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა. ის მიიჩნევს, რომ მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსეთი „სტაგფლაციას“ განიცდის — ეკონომიკური სტაგნაციისა და მაღალი ინფლაციის კომბინაციას.

რუსეთის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი წელს 16%-ია, რაც გასული წლის 21%-თან შედარებით ნაკლებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამ თვის პროგნოზით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 0.8%-თ გაიზრდება — 2024 წელს ზრდა 4.1% იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026 წელს, აშშ-ის ეკონომიკური ზრდა 2.4%, ჩინეთის 4.5% და უკრაინის 4.5% იქნება.

მოლდოვა რუსული საფრთხის წინაშე

რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების ნაწილის ლიდერებმა, ევროკავშირს მოუწოდეს, რუსეთზე სანქციების დაწესება გააგრძელოს. თუმცა, როგორც მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტეანუმ დავოსში განაცხადა, შესაძლოა, ამას რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე სწრაფი გავლენა არ ჰქონდეს.

„საკითხავი არ არის, [ეკონომიკა] ჩამოიშლება თუ არა. კითხვა არის, როდის მოხდება ეს. მე ვიტყოდი, რომ თუ საკითხში ღრმად ჩავიხედავთ, პუტინს უნიკალური ტიპის მოსახლეობა ჰყავს, რომელიც ძალიან მორჩილი და ამავდროულად ძალიან მხარდამჭერია“, თქვა მუნტეანუმ.

მოლდოვა მოსკოვის წნეხის ქვეშაა: კრემლმა მოლდოვას არჩევნებში ჩარევა სულ რამდენიმე თვის წინ სცადა — ეს არის ფართოდ გამოთქმული ბრალდება, რომელსაც მოსკოვი უარყოფს. უკრაინისკენ მიმართულმა რუსულმა რეკეტებმა და დრონებმა, ასევე არაერთხელ დაარღვია მოლდოვას საჰაერო სივრცე და ზოგიერთი მათგანის ნამსხვრევები მის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

სენატორმა ტილისმა დავოსში ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მოლდოვას რუსული საფრთხეებისგან დაცვა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის წარმატება, მყისიერ საფრთხეებს ქმნის მოლდოვისთვის.

„ჩვენ მოლდოვასთან გვაქვს ურთიერთობა… მადლობა ღმერთს, მათ არჩევნები მოიგეს. რუსეთმა ყველაფერი სცადა, ჰიბრიდული ომის საშუალებით, რომელსაც გლობალურად ვხედავთ. ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. კარგის ნიშანია, რომ მოლდოველმა ხალხმა ამ არჩევნებიდან ის მიიღო, რისი მიღებაც სურდა“, თქვა სენატორმა ტილისმა.

ბელარუსის ფაქტორი

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც წელს დავოსში გამართული დისკუსიების ცენტრში მოექცა ბელარუსი იყო, რუსეთის ახლო მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ფორუმზე ბელარუსს დევნილობაში მყოფი პროდასავლელი ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, აშშ-მა მოლაპარაკებები გამართა ბელარუსის ავტორიტარ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, რის შედეგადაც ბელარუსი პოლიტპატიმრები მასობრივად გაათავისუფლეს, მათ შორის, თავად ციხანოუსკაის ქმარი, დევნილმა ლიდერმა, დასავლეთს მტკიცედ პოზიციონირებისკენ და ომის შესაჩერებლად, ბელარუსზე მეტი სანქციის დაწესებისკენ მოუწოდა.

ლუკაშენკოს პოლიტპატიმრები არ გაუთავისუფლებია იმის გამო, რომ უეცრად ჰუმანური გახდა, „ამას ის აკეთებს იმიტომ, რომ სანქციები და იზოლაცია მუშაობს“, თქვა ციხანოუსკაიამ.

მის თქმით, ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება, რუსეთს გააძლიერებს. „როცა რუსეთის დასუსტებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ამ ომში მხარს უჭერენ. ლუკაშენკოს ეკონომიკა ნამვილად მუშაობს რუსეთისთვის“, თქვა ციხანოუსკაიამ.

„დაახლოებით 200 ბელარუსული საწარმო, რუსეთის ომისთვის აღჭურვილობას აწარმოებს… რუსული სარაკეტო კომპლექსების უმეტესობა ბელარუსულ შასებს იყენებს. ბელარუსული ბანკები გამოიყენება სამხედრო კონტრაქტებისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ბელარუსის რეჟიმისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ჰარმონიზება“, თქვა მან.

დევნილი ბელარუსი ლიდერის მოსაზრებებს დაეთანხმა ლიეტუვის პრეზიდენტი და თქვა, რომ დასავლეთმა ზუსტად ისე უნდა „დასაჯოს“ ბელარუსი, როგორც რუსეთი.

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: ისინი აწარმოებენ უდიდესი რაოდენობის იარაღს, ამუნიციას, აღჭურვილობას და თქვენ ფიქრობთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, ამ მარაგს უსარგებლოდ დატოვებენ? მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით რუსეთის ბუნება, ვიცით მათი იდეები — უპირველეს ყოვლისა მესიანიზმის იდეა — და ვფიქრობ ეს შეშფოთების საგანია. ეს არის არა მომდევნო ერთი ან ორი წლისთვის, არამედ ეს შეიძლება იყოს პრობლემა შემდეგი 10 წლისთვის“, თქვა ნაუსედამ.

უკრაინა, როგორც „გლობალური პოლიტიკის სუბიექტი“

თუ ბელარუსზე ეს ზეწოლა გაამართლებს, ციხანოუსკაია იმედოვნებს, რომ როდესმე, დავოსში დაბრუნდება, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსის წარმომადგენელი.

იგივე იმედი, ერთხელ, რუსეთის პარლამენტის ყოფილ წევრს, ილია პონომარევსაც ჰქონდა. ის დავოსის ეკონომიკურ ფორუმს რუსეთის აღმავლობის წლებში დაესწრო, მოგვიანებით კი გახდა დუმის ერთადერთი წევრი, რომელმაც ხმა ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ მისცა.

მალევე, პონომარევმა რუსეთი დატოვა და მას შემდეგ, ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო ინიციატივებს ხელმძღვანელობს. წელს ის კვლავ ესწრებოდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმს. Independence Avenue Media-მ მას ჰკითხა, როგორ შეიცვალა დავოსში რუსეთის აღქმა.

პონომარევმა აღწერა, ოდესღაც დავოსის ფავორიტი რუსეთი, როგორ იქცა ფორუმის აჩრდილად — მასზე კვლავ ბევრს საუბრობენ, მაგრამ მხოლოდ იმ კუთხით, თუ როგორ განეიტრალდეს მოსკოვის მავნე ქმედებები.

„[რუსეთი] საფრთხეა და ის გავლენას მოახდენს ფასებზე მთელ მსოფლიოში. ის გავლენას მოახდენს კონკრეტული სახელმწიფოების პოლიტიკაზე. მან თავდაცვის ტექნოლოგიების სრულიად ახალი ბაზარი შექმნა მთელ მსოფლიოში. ის ხელს უწყობს კრიპტოვალუტის ტრანზაქციების დიდ რაოდენობას. ის გავლენას ახდენს გლობალურ ნარკოვაჭრობაზე. ამრიგად, რუსეთი დღეს წარმოადგენს გავლენის მრავალ ფაქტორს მთელ პლანეტაზე, მხოლოდ ერთი შენიშვნით — ეს გავლენა არ არის დადებითი“, თქვა პონომარევმა.

რუსეთის დატოვების შემდეგ, პონომარევი უკრაინის მოქალაქე გახდა. ახლა, როცა რუსეთი დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან გაქრა, ყურადღება მოლდოვასა და ბელარუსზე გადავიდა, მით უფრო უკრაინაზე, რომელიც, პომენარევის თქმით, დასავლეთის სტაბილური პარტნიორი გახდა, რის მიღწევასაც, დეკადების წინ, შესაძლოა რუსეთი ცდილობდა.

„უკრაინა აღარ არის პასიური მსხვერპლი. ის აღარ არის პასიური ფაქტორი, ობიექტი. ის დღითიდღე ხდება ფაქტორი, როგორც გლობალური პოლიტიკის სუბიექტი. ყველას ესმის, რომ ახლა უკრაინას აქვს ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლია ბალტიისპირეთის ქვეყნებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რუსეთისგან თავდაცვაში დაეხმაროს“, თქვა მან.

დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ეს, შესაძლოა, ბოლო 20 წლის განმავლობაში დავოსის ყველაზე განხილვადი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იყო. და როცა რუსეთი ყურადღების ცენტრში აღარ არის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფოების ნაწილი ცდილობს მოსკოვისგან სრულად დისტანცირდეს და საკუთარი ადგილი დაიკავოს.

მსგავს თემაზე: ბოლტონი: რუსეთს და ჩინეთს გავლენის სფეროების შექმნა სურთ — აშშ-ს ეს არ უნდა უნდოდეს

კირილ სუხოტსკი

კირილ სუხოტსკი

Kiryl Sukhotski is the executive editor for Russia at Independence Avenue Media, where he oversees coverage of U.S. foreign policy for Russian-speaking audiences. He previously worked at Voice of America and Radio Free Europe/Radio Liberty. Born in Minsk, Belarus, he started his career at the BBC, covering Russia from Moscow and London.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media