Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
  • English
  • Login
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
No Result
View All Result
Home რჩეული

„ტრამპის მარშრუტში” საქართველო გზაჯვარედინზე დგას

სენატორი დეინსი ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, მისი მეზობლები კი ამერიკასთან პარტნიორობას ირჩევენ.

„ტრამპის მარშრუტში” საქართველო გზაჯვარედინზე დგას
Share on FacebookShare on X

ჩვენს ქვეყნებს შორის, ნებისმიერი სახის ანტაგონიზმი ხვალვე შეიძლება დამთავრდეს, – ამბობს აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე. სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ჩართულობით დაწყებული ახალი გეოპოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში, მას მიაჩნია, რომ საქართველო “სამწუხაროდ, არასწორი მიმართულებით მიდის”.

რესპუბლიკელი სენატორი მონტანას შტატიდან “ტრამპის მარშრუტზე” საუბრობს, რომელიც კავკასიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული და გეოპოლიტიკური პროექტია. ის რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენებზე გვერდის ავლით, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„სომხეთმა და აზერბაიჯანმა აირჩიეს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, საქართველო კი, სამწუხაროდ, არასწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა სენატორმა დეინსმა “ჰადსონის ინსტიტუტში” გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც სამხრეთ კავკასიის განვითარების პერსპექტივაზე იმსჯელეს.  მისი თქმით, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს აქვს თუ არა სურვილი რეალურად გადატვირთოს ურთიერთობა ვაშინგტონთან და ჩაერთოს რეგიონის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში.

“არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველო ვერ შეიძლება გახდეს ახლად აღმოცენებული რეგიონული პარტნიორობის ნაწილი და ვერ ისარგებლოს ამით ისევე, როგორც მისი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობლები ისარგებლებენ.  ერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ ისაა, რომ ხელი ჩაკიდონ შეერთებული შტატების წინ გაწვდილ ხელს და გააორმაგონ მათი ერთგულება პლურალისტური, დემოკრატიული მმართველობის სისტემისადმი. ისინი თამაშობენ სტრატეგიულ როლს ამ დერეფნის გაფართოებაში, განსაკუთრებით როგორც კავკასიის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პირდაპირი გასასვლელი აქვს შავ ზღვაზე“, – თქვა სენატორმა.

სტივ დეინსი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია, სადაც ის განსაკუთრებით აქტიურად ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობს. 2025 წლის გაზაფხულზე, სენატორი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად საქართველოსაც ესტუმრა, სადაც შეხვდა როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„თბილისში ყოფნისას შევხვდი როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. გზავნილი, რომელიც მათ გადავეცი იყო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნებისმიერი ანტაგონიზმი, ხვალვე შეიძლება დასრულდეს. […] შეერთებული შტატები მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან და უზრუნველყოს მისი ხალხისთვის უკეთესი მომავალი. ორივე ლიდერმა ჩემი გზავნილი მიიღო. თუმცა, მას შემდეგ ზოგიერთი ნეგატიური პროცესი ვიხილეთ. ტრამპის ადმინისტრაცია სწორად ითხოვს საქართველოსგან პასუხისმგებლიან ქცევას, მაგრამ მე კვლავ გავუსვამ ხაზს საქართველოსთვის, რომ არ არის საჭირო ჩვენი ურთიერთობა იმ გზას გაუყვეს, რომელზეც ამჟამად დგას,“ – აღნიშნა სენატორმა დეინსმა. 

  • ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისი

სენატორმა ეს გზავნილი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულზე არსებობის პარალელურად გააჟღერა. 2024 წლის 30 ნოემბერს, მაშინ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა. იმავე წლის ივლისში, შეჩერდა 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, დეკემბერში კი ამერიკამ სანქციები დაუწესა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს,  ბიძინა ივანიშვილს.

ამასთან, 2024 წელს, შეერთბულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათობით მაღალჩინოსანს, მათ შორის, მოსამართლეებს. რამდენიმე თვეში კი, 2025 წლის მაისში, წარმომადგენელთა პალატამ დიდი ორპარტიული უმრავლესობით მიიღო საქართველოს დემოკტარიული განვითარების მხარდამჭერი “მეგობარი აქტი”, თუმცა მისი განხილვა სენატში ამ დროისთვის შეჩერებულია.

 
  • “ტრამპის მარშრუტი” – ახალი გეოპოლიტიკური რეალობა

2025 წლის 8 აგვისტოს, თეთრ სახლში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხლი. ხელშეკრულება არა მხოლოდ სომხეთ – აზერბაიჯანის ომის დასრულებას, არამედ რეგიონში ახალი სატრანზიტო დერეფნის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი სახელწოდებით, „ტრამპის მარშრუტი“, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ინიციატივაა. 

შეთანხმების თანახმად, ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის გავლით საკუთარ ექსკლავ ნახიჩევანთან აკავშირებს, ამერიკული კერძო სექტორის მმართველობის და უსაფრთხოების გარანტიის ქვეშ მომდევნო 99 წლის განმავლობაში გადავა.

პროექტი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა რკინიგზისა და ავტომაგისტრალების, ნავთობისა და გაზის მილსადენებისა და ციფრული მონაცემების გატარების ინფრასტრუქტურის მშენებლობას. პროექტის მიზანია ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული კავშირების გამყარება რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გერდის ავლით.

შეთანხმებას, ანალიტიკოსების ნაწილი, რუსეთისთვის დიდ დანაკარგად აფასებს. მათი აზრით, ამით რეგიონში რუსეთის გავლენა შესუსტდა და ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო და ენერგეტიკული ქსელების გადანაწილებაში ამერიკის როლი გაიზარდა.

“ჰადსონის ინსტიტუტში” გამართულ დისკუსიაზე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ახალი დერეფანი არა მხოლოდ ენერგორესურსების, არამედ უსაფრთხოების სისტემას ცვლის. სამხრეთ კავკასია იქცევა ცენტრალურ რგოლად, რომელიც ამერიკის სტრატეგიას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობა და ევროპის ენერგოუსაფრთხოებას ერთმანეთთან დააკავშირებს.

  • შესაძლებელია თუ არა, სამხრეთ კავკასია, საქართველოს გარეშე სრულყოფილი იყოს? 

შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომის გამო, საქართველოს სამხრეთ კავკასიაში სავაჭრო და სხვა სახის რეგიონული პროექტების განვითარებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში, თბილისსა და დასავლეთის დედაქალაქებს შორის ურთიერთობის გაფუჭების გამო, ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველო შესაძლოა ისტორიული პროცესების მიღმა დარჩეს.

“როდესაც სამხრეთ კავკასიაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ქვეყანა რეგიონში — საქართველო. ქვეყანა, რომლის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული მოვლენების საფუძველზე, ეჭვი მაქვს, რომ იმ ფონზე, როცა რუსეთის გავლენა მცირედით იდევნება სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, უფრო დიდი ყურადღება გადავა იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში”, – ამბობს ლუკ კოფი,  “ჰადსონის ინსტიტუტის” მკვლევარი. „ტრამპის მარშრუტს“ სამხრეთ კავკასია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში შეჰყავს. სენატორ დეინსის შეფასებით,

საქართველოს შეუძლია გახდეს ამ ერთობის ნაწილი და ისარგებლოს იგივე სიკეთეებით, რომლებსაც მეზობლები მიიღებენ.  ეს კი მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებაზე არის დამოკიდებული.

Saba Gujabidze

Saba Gujabidze

საბა გუჯაბიძე არის Independence Avenue Media-ს თანადამფუძნებელი და მთავარი მულტიმედია ოფიცერი. მას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო ჟურნალისტიკაში, საქართველოში და შეერთებულ შტატებში. მუშაობდა „ამერიკის ხმაში“, ასევე ქართულ ტელეკომპანიებში — „რუსთავი 2“-სა და „იმედში“. Independence Avenue Media-ში იგი ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ვიზუალურ იდენტობას, ციფრულ სტრატეგიას და მულტიმედიურ კონტენტს.

logo-footer

To provide clarity in a complex world through fact-based storytelling about American policy, politics, and society.

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2025 Independence Avenue Media

No Result
View All Result
  • English
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist