აშშ-ის შუალედური არჩევნები — ტრადიციულად მიჩნეულია, რომ შუალედურ არჩევნებზე, საარჩევნო ყუთთან მდგომი ამერიკელი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას შიდაპოლიტიკური, ეკონომიკური, ჯანდაცვის, სოციალური საკითხები განსაზღვრავს. მაგრამ, როგორც ჩანს, 3 ნოემბრის არჩევნები განსხვავებულია.
მკველავრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა ამომრჩევლისთვის, საგარეო პოლიტიკა, პრეზიდენტის კომპეტენტურობის საზომი ხდება. ჰარვარდის ამერიკული პოლიტიკური კვლევების ცენტრისა და „ჰარის ექსის“ ერთობლივი საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, არჩევანს ისიც განსაზღვრავს, თუ როგორ უდგება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, რუსეთ-უკრაინის ომს.


