262 მომხრე, 159 წინააღმდეგი — ხმათა ამ თანაფარდობით, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ რუსეთისა და ირანის სანქცირების აქტი მიიღო. სენატმა იგივე პაკეტი აგვისტოში, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ახლა კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება და კანონად მხოლოდ მისი ხელმოწერის შემდეგ იქცევა.


