• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ანალიზი

უკრაინა დრონების ომის გამოცდილებას სპარსეთის ყურის ქვეყნებს უზიარებს

დახმარების მიმღებიდან, უსაფრთხოების პარტნიორამდე: მას შემდეგ, რაც უკრაინამ ირანული წარმოების დრონების მოგერიების უნიკალური გამოცდილება დააგროვა, კიევი სპარსეთის ყურის ქვეყნებს საკუთარ, ბრძოლის ველზე მძიმედ გამომუშავებულ ექსპერტიზას უზიარებს.

David Kirichenkoby David Kirichenko
აპრილი 8, 2026
STING DRONE UKRAINE

STING DRONE UKRAINE

A A
Summarize with ChatGPTShare on X

როდესაც ირანული დრონები და რაკეტები ახლო აღმოსავლეთის აეროპორტებს, ნავთობის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებს უტევს, აშშ და მისი პარტნიორები სპარსეთის ყურის რეგიონში იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რასაც უკრაინა წლებია უმკლავდება: როგორ მოიგერიონ იაფი მოიერიშე დრონების მასირებული შეტევა ისე, რომ ძვირადღირებული რაკეტების მარაგი არ ამოწურონ.

წლების განმავლობაში, უკრაინა დიდწილად ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის დრონებზე დაყრდნობილი რუსეთის თავდასხმებისგან საკუთარ ქალაქებს და ინფრასტრუქტურას იცავს. თავდაცვაში კი, გარდა იმისა, რომ უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება დააგროვა, ისწავლა არა მხოლოდ ამ დრონების განადგურება, არამედ ასევე იპოვა გზა, როგორ გააკეთოს ეს ოპტიმალური ხარჯებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ, 2025 წლის ნოემბერში დაწერა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ომის წარმოებას აიაფებს მაშინ, როცა საერთო დარტყმითი შესაძლებლობები ზრდას აგრძელებს.

ირანმა ეს შესაძლებლობა წარმატებით გამოიყენა. ჯერ კიდევ 2025 წელს, განჭვრეტადი იყო, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები, ზედმეტად არ უნდა დაყრდნობოდნენ ძვირადღირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, როცა დრონების „გუნდური“ თავდასხმის წინაშე შესაძლოა მოწყვლადები დარჩენილიყვნენ.

გასულ თვეში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში სწორედ ამ ცვლილებაზე მიუთითებს. უკრაინა სპარსეთის ყურის რეგიონს აღარ მიმართავს მხოლოდ დიპლომატიური მხარდაჭერის ან დაფინანსების სათხოვნელად; ის საკუთარ თავს წარმოადგენს როგორც თავდაცვის სფეროს სტრატეგიულ პარტნიორს, რომლის საბრძოლო ცოდნაზეც დღეს გლობალური მოთხოვნაა.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებები უკვე გაფორმდა საუდის არაბეთსა და კატართან, ხოლო საამიროებთან მოლაპარაკებები გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა დეტალი ჯერ ცნობილი არ არის, უკრაინა აცხადებს, რომ კატართან გაფორმებული 10-წლიანი შეთანხმება „ითვალისწინებს ერთობლივ პროექტებს თავდაცვის ინდუსტრიაში, ერთობლივი საწარმოო ობიექტების შექმნასა და ტექნოლოგიურ პარტნიორობას კომპანიებს შორის“.

I met with the Amir of the State of Qatar, Sheikh Tamim bin Hamad Al Thani @TamimBinHamad, in Doha. The Prime Minister, Sheikh Mohammed bin Abdulrahman Al-Thani, was also present at the meeting.

We discussed issues that could further strengthen the protection of life in both… pic.twitter.com/33vWX3BvgA

— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 28, 2026

საუდის არაბეთი კი, თავის მხრივ, „წვდომას იღებს უკრაინის ბრძოლაში გამოცდილ გზაგადამჭრელ ტექნოლოგიებზე, შეთანხმებებს ერთობლივ წარმოებაზე და სპეციალისტებს, რომლებიც ამ საქმეს ყოველ ღამით რეალური ცეცხლის პირობებში აკეთებდნენ“, ამბობს Independence Avenue Media-სთან საუბრისას დებორა ფეირლები, Green Flag Venture-ს დამფუძნებელი პარტნიორი.

დრონებით შეცვლილი თავდაცვის არიტმეტიკა

სპარსეთის ყურის ქვეყნები იმავე არითმეტიკული დილემის წინაშე დადგნენ, რომელსაც უკრაინა 2022 წლის შემოდგომაზე, „შაჰედის“ ტიპის დრონების გამოჩენისას შეეჩეხა: რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ძვირადღირებული გზაგადამჭრელი რაკეტების — ან დეფიციტური ავიაგამანადგურებლებისა და ვერტმფრენების — გამოყენება მოიერიშე დრონების წინააღმდეგ, რომელთა ფასი დაახლოებით 30,000-დან 50,000 დოლარამდე მერყეობს, წამგებიანი გაცვლაა, რაც დროთა განმავლობაში რესურსებს ფიტავს.

„გამოსავალი პროპორციული უნდა იყოს. დასავლეთს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის PAC-3 რაკეტები აწარმოოს იმისთვის, რომ თვეში 10000 ან მეტი დრონისგან დაიცვას თავი“, ამბობს Independence Avenue Media-სთან საუბრისას, Technology United for Ukraine-ს ინჟინერი, ჰაინერ ფილიპი.

დროთა განმავლობაში უკრაინამ შექმნა უფრო იაფი, მრავალშრიანი საპასუხო მიდგომა, რომელიც მოიცავს ქსელებს დრონების ლოკალიზაციის, იდენტიფიცირებისა და თვალთვალისთვის, ასევე ადგილობრივი წარმოების დაბალბიუჯეტიან გზაგადამჭრელ დრონებსა და საზენიტო ტყვიამფრქვევებს. საერთაშორისო დონორების მიერ მიწოდებული სისტემები, როგორიცაა Patriot, ძირითადად, რუსული ბალისტიკური რაკეტებისთვისაა რეზერვირებული.

როი გარდინერი, ღია წყაროების შეიარაღების მკვლევარი აღნიშნავს, რომ უკრაინული ჩამჭრელი დრონების ღირებულება $800-დან $3,000-მდეა. ეს „დრამატულად აუმჯობესებს დანახარჯების კალკულაციას“ და მათი მიწოდება ბევრად უფრო დიდი რაოდენობითაა შესაძლებელი.

დაძაბულობა კერძო სექტორში

ამ პროცესში არსებობს უფრო ფართო კომერციული და სტრატეგიული შესაძლებლობაც: უკრაინას სურს, ბრძოლის ველზე მიღებული ინოვაციები საგარეო პარტნიორობად, თავდაცვის ინდუსტრიის ზრდად და, საბოლოო ჯამში, საექსპორტო შემოსავლად აქციოს.

უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „PR Army“-ს წარმომადგენელი მარკ სავჩუკი Independence Avenue Media-ს ეუბნება, რომ „ირანი, ფაქტობრივად, უკრაინული დრონების ტექნოლოგიის სარეკლამო კამპანიად იქცა“.

თუმცა, ამან გარკვეული დაძაბულობა წარმოშვა უკრაინის საომარი დრონების ეკონომიკაში. თავდაცვის ანალიტიკოსი ოლენა კრიჟანივსკა განმარტავს, რომ კიევს არ შეუძლია დიდი რაოდენობით გზაგადამჭრელი დრონების გაცემა მაშინ, როდესაც ქვეყანაში რუსული დარტყმები გრძელდება.

ამასთანავე, მარტში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინულმა ფირმებმა კიევის ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ უკვე ააშენეს „დაახლოებით 10 ქარხანა“. ეს იმის ნიშანია, რომ უცხოური მოთხოვნა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე კიევი მის გაკონტროლებას ახერხებს.

მიუხედავად ამისა, დრონების ინდუსტრიის სწრაფი ზრდის პირობებში, შესაძლოა წარმოება საკმარისი აღმოჩნდეს როგორც შიდა საჭიროებებისთვის, ისე ექსპორტისთვის — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა სანაცვლოდ მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს.

„წარმოების ამჟამინდელი დონით, უკრაინას შეუძლია მიაწოდოს დაახლოებით 50,000 გზაგადამჭრელი დრონი ისე, რომ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა არ დაზარალდეს“, ამბობს დმიტრო კავუნი, Dignitas Ukraine-ის თანადამფუძნებელი. მისი თქმით, „დამატებითი ინვესტიციების შემთხვევაში, ეს რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იარაღის ექსპორტზე კონტროლი სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს იმისთვის, რომ უცხოელ მომხმარებლებთან შედარებით, უკრაინის თავდაცვის ძალებს პრიორიტეტი მიენიჭოს. შესაძლოა გონივრული იყოს მთავრობის მიერ წარმოების კოორდინაცია ისე, რომ ფრონტის ხაზზე არსებული მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. თუმცა ეს ქმნის რისკს, რომ სახელმწიფომ შესაძლოა ზოგიერთს უპირატესობა მიანიჭოს, რაც კერძო სექტორში, პოტენციურად, არაეფექტურობას გამოწვევს, თუ ფირმებს ექსპორტი აეკრძალებათ მაშინაც კი, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ.

ექსპერტიზის ექსპორტი

თუმცა, უკრაინას ასევე ექსპორტზე გააქვს ნაკლებად ხელშესახები „პროდუქტი“ — ბრძოლის ველზე მიღებული ცოდნა. როგორც აშშ-ის არმიის ყოფილი დაზვერვის ოფიცერი, ჯონ სვიტი აღნიშნავს: „მათმა ინოვაციებმა და ადაპტაციამ — ტაქტიკისა და შეიარაღების განვითარების გზით — უკრაინა დღევანდელ დრონების ომის გარემოში ძვირფას აქტივად აქცია“.

ბრაიან პიკენსი, აშშ-ის არმიის ყოფილი მწვანე ბერეტი [„მწვანე ბერეტები“ — აშშ-ის სახმელეთო ჯარის სპეციალური დანიშნულების საჰაერო-სადესანტო დანაყოფები], რომელიც უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად იბრძოდა, Independence Avenue Media-სთან საუბრისას ამბობს, რომ ის უნარები, რომლებიც უკრაინამ განავითარა, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ტექნოლოგია.

„ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინა დაეხმაროს დასავლელ მეომრებს პროფესიონალიზმის ამაღლებაში — ასწავლოს მათ, როგორ გამოიყენება ეს სისტემები და როგორ დაიცვან თავი მათგან“, ამბობს ის. „უკრაინას შეუძლია დიდი რაოდენობით გზაგადამჭრელების მიწოდება, მაგრამ ეს თავისთავად ვერ გადაჭრის პრობლემას, თუ მიმღებმა მხარემ არ იცის მათი გამოყენება“.

ზელენსკიმ, რომელიც თავდაცვის საკითხებზე მოსალაპარაკებლად ახლახან ქუვეითს, იორდანიასა და სირიასაც ეწვია, განაცხადა, რომ ირანის ომის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში დრონების წინააღმდეგ ბრძოლის დაახლოებით 200 სპეციალისტი გაგზავნა.

რა კონკრეტული დეტალებიც უნდა ჰქონდეს ამ გარიგებებს, უკრაინისთვის სარგებელი აშკარაა: სპარსეთის ყურის ქვეყნებთან უფრო ღრმა თავდაცვითი კავშირები დაეხმარება რუსეთის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას, გააძლიერებს თავდაცვის ინდუსტრიას და საფუძველს ჩაუყრის უკრაინის ომისშემდგომ როლს, როგორც დრონებისა და მათი საწინააღმდეგო სისტემების სერიოზული ექსპორტიორის.

ხოლო სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინას, ძირითადად, თავდაცვითი დახმარების მიმღებად აღიქვამდნენ, ახლა მას უსაფრთხოების სფეროში ექსპერტიზის მიმწოდებლად განიხილავენ.

David Kirichenko

David Kirichenko

ასევე ნახეთ

STING DRONE UKRAINE
ანალიზი

უკრაინა დრონების ომის გამოცდილებას სპარსეთის ყურის ქვეყნებს უზიარებს

by David Kirichenko
0
„შუა საუკუნეების MMA” — როგორ ებრძვის უკრაინელი ვეტერანი პოსტტრავმულ სტრესს? – Independence Avenue Media
რჩეული

„შუა საუკუნეების MMA” — როგორ ებრძვის უკრაინელი ვეტერანი პოსტტრავმულ სტრესს?

by Independence Avenue Media
0
როგორ ამცირებს უკრაინა რუსეთის ნავთობის საექსპორტო შესაძლებლობებს? – Independence Avenue Media
ანალიზი

როგორ ამცირებს უკრაინა რუსეთის ნავთობის საექსპორტო შესაძლებლობებს?

by David Kirichenko
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media