რუსეთის მიერ უკრაინის საგამომცემლო ინდუსტრიაზე გახშირებული თავდასხმების შედეგად მილიონობით უკრაინული წიგნი განადგურდა. თავდასხმების სამიზნეებად იქცა სტამბები, გამომცემლობების ოფისები, საწყობები და წიგნების ბაზრობები.
მხოლოდ ხარკივში, ერთ-ერთ საწყობში გაჩენილ ხანძარს რვა მილიონი წიგნი ემსხვერპლა, მათ შორის 600 ათასი სახელმძღვანელო, რომლებიც უკრაინის სკოლებისთვის იყო განკუთვნილი. კიევში სარაკეტო დარტყმის შედეგად, ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს სტამბაში ნახევარი მილიონი წიგნი განადგურდა. სხვა თავდასხმებს შეეწირა ახლად დაბეჭდილი წიგნები, იშვიათი გამოცემები და წიგნების მთელი კოლექციები.
უკრაინელი გამომცემლების განცხადებით, მიყენებული ზიანი ფინანსურ დანაკარგებს ბევრად სცდება. მათი შეფასებით, ეს არის თავდასხმა ქვეყნის კულტურაზე, განათლებასა და ინტელექტუალურ საფუძვლებზე.
Independence Avenue Media-ს ჟურნალისტები განადგურებული სტამბებისა და წიგნების საწყობების ნანგრევებზე იმყოფებოდნენ, რათა ენახათ, რა დაკარგა უკრაინამ ამ თავდასხმების შედეგად და როგორ ცდილობს ქვეყნის საგამომცემლო ინდუსტრია აღდგენას.


