Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
  • English
  • Login
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
No Result
View All Result
Home ამერიკის შეერთებული შტატები

კარპენტერი: შესაძლებელია თუ არა სამხრეთ კავკასია საქართველოს გარეშე სრულყოფილი იყოს? ამას მალე გავიგებთ

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი სომხეთ-აზერბაოჯანს შორის თეთრ სახლში ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებას, ე.წ. „ტრამპის მარშრუტს“ და რეგიონში საქართველოს როლს განიხილავს.

Carpenter: Can the South Caucasus be complete without Georgia? We’re about to find out
104
VIEWS
Share on FacebookShare on TwitterLinkedInWhatsAppE-mail

ვაშინგტონი (Independence Avenue Media) — 8 აგვისტოს, თეთრ სახლში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო დეკლარაცია ქმნის ე.წ. „ტრამპის მარშრუტს“ – სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს, სოხეთის გავლით, საკუთარ ექსკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს და დერეფნის ოპერირებას ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს შეთანხმება ასევე დიდი დარტყმაა რუსეთისთვის, რადგან ის შეერთებულ შტატებს ტვირთების ტრანზიტის უზრუნველყოფის ცენტრში აყენებს“, – განუცხადა Independence Avenue Media-ს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა. „ეს გამორიცხავს რუსეთს“.

კარპენტერი ამბობს, რომ ეს „ამრავალფეროვნებს საერთაშორისო კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ ვარიანტებს და საქართველო არ იქნება ერთადერთი წერტილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობისთვის, კავკასიის მთების სამხრეთით.”

„შეიძლება თუ არა სამხრეთ კავკასია სრულყოფილი იყოს საქართველოს გარეშე? მალე გავიგებთ“, – ამბობს ის. “მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი გააღრმავებენ ურთიერთობებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. საქართველო კი ამ საკითხს მიღმა დარჩება“.

კარპენტერი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ტრაექტორიას განსაკუთრებით შემაშფოთებლად აღწერს. მისი თქმით, ქვეყანას ოდესღაც ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივები ჰქონდა, მაგრამ ეს იმედები დიდწილად გაქრა.

„ამჟამად, ვფიქრობ, საქართველო იზოლაციისა და რუსეთსა და ჩინეთზე დამოკიდებულებისკენ მიემართება“, – ამბობს ის. „რა თქმა უნდა, ეს არჩევანია. თუმცა, არამგონია, ბევრი ქართველი ამ არჩევანს გააკეთებდა, თუ ეცოდინებოდათ, საით მიემართებოდა ქვეყანა“.

სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით აშშ-ის უფრო ფართო სტრატეგიის შესახებ კითხვაზე კარპენტერმა მას „აშშ-ის ინტერესებისთვის კრიტიკული რეგიონი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში შემუშავებული სხვადასხვა სტრატეგია წარმატებით არ განხორციელებულა.

მაიკლ კარპენტერს, ქართლოს შარაშენიძე ესაუბრა – ინტერვიუ რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ქართლოს შარაშენიძე, Independence Avenue Media: ელჩო კარპენტერ, რვა აგვისტოს, პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებს უმასპინძლა, რა დროსაც მათ ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას. ფიქრობთ, რომ ამ შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის მოტანა შეუძლია?

მაიკლ კარპენტერი, ევროპის საკითხებში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი უფროსი დირექტორი: შეთანხმებას წინგადადგმულ ნაბიჯად მივიჩნევ და ამ შეთანხმების მრავალი ელემენტის შესახებ, სომხეთმა და აზერბაიჯამა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს მოილაპარაკეს, რაშიც მეც ვმუშაობდი. ბევრი ეს ელემენტი ორ მხარეს შორის შეთანხმდა. მათ თავად დიდ პროგრესს მიაღწიეს. ამიტომ, არ ვამტკიცებ, რომ მთელი დამსახურება შეერთებულ შტატებზეა, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, 2020 წელს, ჩვენ მნიშვნელოვანი დიპლომატიური სამუშაო გავწიეთ, რათა მიგვეღწია იმ წერტილამდე, სადაც შესაძლებელი გახდებოდა მათ ამ შეთანხმებაზე ხელი თეთრ სახლში მოეწერათ. ვფიქრობ, ეს ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია.

მიხარია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ წამოაყენა ამერიკული კომპანიის ჩართულობის შესახებ წინადადება, რომელიც ამ სატრანსპორტო მარშრუტს მუშაობაში დაეხმარება. ვფიქრობ, ეს ინოვაციური ნაბიჯია, რამაც შესაძლებელი გახადა შეთანხმების ხელმოწერა, ასე რომ მე მათ ვულოცავ, ვფიქრობ ეს შესანიშნავია.

მაგრამ, ახლა გასარკვევი ისაა, შეძლებს თუ არა ორივე მხარე იმუშაოს ბაქოს მოთხოვნაზე, რაშიც შედის ის, რომ სომხეთმა თავისი კონსტიტიტუცია შეცვალოს. აზერბაიჯანი ამას დიდი ხანია ითხოვს და მის განხორციელებას დიდი დრო დასჭირდება, რადგან ერევანს რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს. ეს ადვილი პროცესი არ იქნება. 2027 წელი ალბათ ყველაზე ადრე პერიოდია, როცა სომხეთს შეეძლება კონსტიტუცია შეცვალოს. ამასთან, თუ რეფერენდუმი ჩატარდება, არ არსებობს გარანტია, რომ ის ისე წარიმართება, როგორც ანალიტიკოსების უმრავლესობას სურს.

ასე რომ, ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა ეს შეთანხმების რატიფიცირების ხელისშემშლელი ფაქტორი. ამ ეტაპზე, შეთანხმება ხელმოწერილია, მაგრამ რატიფიცირებული არ არის.

შარაშენიძე: როგორ შეიძლება, ამავე შეთანხმებაში შემოთავაზებულმა „ტრამპის მარშრუტმა“ რეგიონის ეკონომიკური და სტრატეგიული ლანდშაფტი შეცვალოს? რეგიონში, შეერთებული შტატების რა სახის ყოფნა იქნება ეს? არის ეს თქვენთვის სიახლე – რეგიონში აშშ-ის ამგვარი ჩართულობა?

კარპენტერი: ეს სრულიად ახალი არ არის – სრულიად განსხვავებულ კონტექსტში, რაც ასევე ზუსტი პარალელი არ არის – როცა რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) მიიღეს, არსებობდა  გეგმა, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიულ კომპანიას რუსეთიდან აფხაზეთში და შემდეგ დანარჩენ საქართველოში, საქონლის ტრანზიტის მონიტორინგი უნდა გეწია. ამრიგად, ტრანზიტის მონიტორინგში კერძო მესამე მხარის კომპანიის ჩართვის პრეცედენტი არსებობს.

ამ შემთხვევაში, ეს არ არის დერეფანი, რადგან არ არსებობს ექსტრატერიტორიული [იურისდიქცია]. სომხეთი ინარჩუნებს თავის სუვერენიტეტს, მაგრამ არსებობს სანდო მესამე მხარე, მომავალი ამერიკული კომპანიის სახით, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კონტრაქტში, აზერბაიჯანსა და [მის ექსკლავ] ნახიჩევნს შორის სატრანსპორტო კავშირის ზედამხედველობის მიზნით, იმ იმედით, რომ უზრუნველყოფს აზერბაიჯანის ტრანზიტის შეუფერხებელ გადაადგილებას. ეს, თავის მხრივ, შექმნის წინაპირობას იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის გავლით, სამხრეთ დერეფანი ნამდვილად გაიხსნას, როგორც ცენტრალური აზიიდან ევროპაში შემავალი საქონლისა და ნედლეულისთვის ასევე პირიქით.

ეს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის – ყაზახეთისთვის, თურქმენეთისთვის და ა.შ. – უზარმაზარი შესაძლებლობაა, ნედლეული ევროპაში, დანიშნულების ადგილზე, რუსეთის გვერდის ავლით გადაზიდონ.

სხვათაშორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთელი ეს შეთანხმება, ასევე დიდი დარტყმაა რუსეთისთვის, რადგან ტვირთების ტრანზიტის უზრუნველყოფის საკითხში ის აშშ-ს წამყვან პოზიციაში აყენებს, რუსეთს კი გამორიცხავს.

ამ ფონზე, რუსეთმა საქართველოში გავლენა მოიპოვა, რაც ცალკე ისტორიაა, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების თვალსაზრისით, რუსეთის გავლენა ნამდვილათ მცირდება.

შარაშენიძე: თქვენ საქართველო ახსენეთ და ასევე თქვით, რომ „ტრამპის მარშრუტი“ კარგი შესაძლებლობა იქნება ქვეყნებისთვის, საკუთარი სავაჭრო საქონლის ტრანზისტისას რუსეთს გვერდი აუარონ. თუმცა, საქართველოზე უკვე გადის შუა დერეფანი – როგორ ხედავს მის მომავალს? არსებობს გარკვეული შეშფოთება, რომ შესაძლოა საქართველომ თავისი მნიშვნელოვანი რეგიონული როლი დაკარგოს.

კარპენტერი: ვფიქრობ, სომხეთზე გამავალი დერეფნის შექმნა, საერთაშორისო კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს გააფართოებს და საქართველოს არ იქნება ერთადერთი დამაკავშირებელი წერტილი, რომლის გავლითაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობა კავკასიის მთების სამხრეთით განხორციელდება.

თუმცა, ზოგადად, ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან დაახლოების პარალელურად, საქართველო სულ უფრო და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასავლეთის ქვენებთან ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ევროკავშირში მისი გაწევრიანების პერსპექტივა ახლა ისე ბუნდოვანია, როგორც არასდროს. სინამდვილეში, საქართველოსთვის ეს ძალიან ბნელი პერიოდია. გარდა იმისა, რომ ქვეყანა ავტორიტარული მიმართულებით მოძრაობს, ნატოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პერსპექტივები უმნიშვნელოა.

შარაშენიძე: დასავლეთთან საქართველოს დაძაბული ურთიერთობების, შეერთებულ შტატებთან ამ დრომდე შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, როგორ ხედავთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მომავალს?

კარპენტერი: საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე განვითარებული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა შავი ზღვის აღმოსავლეთით. ეს იყო რეგიონის ერთადერთი დემოკრატია, პლურალისტური, ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების ნათელი მაგალითი  და ქვეყანა, რომელიც ნელა მაგრამ დამაჯერებლად მიიწევდა წინ ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ. ვფიქრობ, სულ რაღაც ორი წლის წინაც კი, მას ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა ჰქონდა. მაგრამ, შემდეგ [მმართველმა] ძალებმა ქვეყანაში დრამატულად შეცვალეს გეზი ავტორიტარიზმისკენ. მათ მიიღეს კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ და სხვა მრავალი კანონი, რომელიც ოფშორულ კორუფციას, კორუფციის ლეგალიზებას უშვებს და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენს, რითაც სტრატეგიულად გადაუხვიეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამას თავისი შედეგები მოჰყვა. აშშ-მა [საქართველოსთან] სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და საქართველოს ზოგიერ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. იგივე გააკეთა ევროკავშირმაც. დღეს, პოლიტიკურად თითქმის შეუძლებელია ქვეყნის ცნობა იმასთან შედარებით, თუ სად იყო ის სამი წლის წინ, რომ აღარაფერი ვთქვათ ხუთი ან ათი წლის წინანდელ მდგომარეობაზე.

შარაშენიძე: რამდენიმე კვირის წინ, ნატომ საქართველოში სამხედრო წვრთნა ჩაატარა. გასულ წელს, პენტაგონმა იქ დაგეგმილი წვრთნა გაურკვეველი ვადით გადადო. რაზე მიუთითებს თქვენთვის საქართველოს მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკის ეს ცვლილება?

კარპენტერი: წვრთნების შესახებ წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩართული არ ვიყავი. თუმცა, სხვადასხვა კოლეგისგან ვიცი, რომ გადაწყდა ყოფილიყო მცდელობა ამერიკელ და ქართველ ჯარისკაცებს შორის პროფესიული მუშაობის გასაგრძელებლად – მიუხედავად პოლიტიკისა, რომელიც ჩვენს ზოგად ურთიერთობას ჩრდილს აყენებს. ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმები.

ვფიქრობ, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს კავშირი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, სხვადასხვა აქტორთან და ინსტიტუტთან.

მაგრამ, იმის გამო, რომ რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ასეთი განსხვავებული სტრატეგიული მიმართულებით წაიყვანა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეგვიძლია ამ ტიპის პარტნიორობის შენარჩუნება სამომავლო პერსპექტივაში. ვფიქრობ, გეოპოლიტიკურად და პოლიტიკურად საქართველოს სტრატეგიული ორიენტაციის ფუნდამენტური ცვლილების გარეშე, შეერთებული შტატებისთვის შეუძლებელი იქნება ამ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორობის დამყარება – ისევე როგორც ევროკავშირისთვის.

შარაშენიძე:  შესაძლებელია, სამხრეთ კავკასია ძლიერი იყოს დასავლური მისწრაფებების მქონე საქართველოს გარეშე? რა გავლენა ექნება ამას რეგიონზე, თუ საქართველოსა და დასავლეთს შორის ეს დაძაბულობა გაგრძელდება? ასევე, მინდა გკითხოთ ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორიების შესახებ, რომლების „ქართული ოცნებისგან“ მოდის – რა არის თქვენი დაკვირვება ამასთან დაკავშირებით?

კარპენტერი: „გლობალური ომის პარტიის“ რიტორიკა არის პროპაგანდა, რომელიც შექმნილია „ქართული ოცნების“ მთავრობისა და მასთან დაკავშირებული პირების მიერ და ეს უბრალოდ ინსტრუმენტია, რათა დასავლეთის ქვეყნები წარმოაჩინონ, როგორც რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევის მომხრეები, რაც სისულელეა. არასდროს არავის სურდა საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა. ყველას ესმოდა, რომ საქართველო ისედაც დაუცველი იყო, რადგან მისი ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ასე რომ, ეს სრული სისულელე და ტყუილია.

თუმცა, ეს იყო მათთვის სარგებლის მომტანი პროპაგანდა, რომელიც რეჟიმმა გამოიყენა მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელსაც ეშინოდა პოტენციური ახალი კონფლიქტის და ეს შიში გასაგებია. მაგრამ, ამ პროპაგანდის უკან არსებული რეალობა რუსეთთან დაახლოება იყო, რამაც წარსულთან შედარებით, საქართველოში რუსეთის გაცილებით უფრო მავნე საქმიანობა გამოიწვია.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს უნდა განვიხილოთ როგორც კვამლის ფარდა, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს და საქართველოს მთავრობას მოსკოვთან უფრო მეტად დაახლოვდნენ. ეს არის რეალობა.

შეიძლება თუ არა სამხრეთ კავკასია სრულყოფილი იყოს საქართველოს გარეშე? ამას მალე გავიგებთ, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი გააღრმავებენ ურთიერთობებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. საქართველო კი ამ საკითხს მიღმა დარჩება. ამგვარად, საქართველოს ექნება რუსეთთან მეტი საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა, თუმცა ამას თავისი ფასი ექნება. ქართველებმა ნამდვილად უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, სურთ თუ არა ეს მათი მომავლისთვის.

შარაშენიძე: უფრო ფართოდ, როგორი უნდა იყოს აშშ-ის სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ? მიმდინარე ან წინა ადმინისტრაციას ჰქონდა მკაფიო სტრატეგია რეგიონის მიმართ? რატომ არის მსოფლიოს ეს ნაწილი ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი?

კარპენტერი: ვფიქრობ, აშშ-ის ინტერესებისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონია. წლების განმავლობაში, სხვადასხვა სტრატეგია არსებობდა, არ ვიცი წარმატების განხორციელდა თუ არა ისინი. ქაღალდზე დაწერილი სიტყვები კარგი იყო, მაგრამ სხვადსხვა ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა – და მე კრიტიკული ვიქნება წინა ადმინისტრაციის მიმართაც – ნამდვილად ვერ განამტკიცა ჩვენი სტრატეგიული პოზიცია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ შეთანხმების დადების შემდეგ, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ვფიქრობ, რომ იქ დიდი პოტენციალია. ჩვენ ვესაუბრეთ ჩვენს მოკავშირეს თურქეთს, იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ვფიქრობ, ანკარა ნამდვილად ხედავს დრამატულ გეოპოლიტიკურ ცვლილებას სომხეთში, რომლის გამოყენებაც მას სურთ – სომხეთთან კავშირების აღდგენა, სომხეთის დეიზოლაცია, რაც რა თქმა უნდა, ქვეყანას კეთილდღეობას და გარკვეულ უსაფრთხოებას მოუტანს, რაც მისასალმებელი იქნება.

შემდეგ კი შუა დერეფანი ყველანაირ შესაძლებლობას გახსნის აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის და ასევე ცენტრალური აზიისთვის.

ახლა საქართველო სხვა სიტუაციაშია. ამჟამად, ჩვენ ცოტა თავდაცვითი თამაში გვიწევს საქართველოში. მაგრამ ვფიქრობ, რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობს.  საქართველომ, დაახლოებით, ორი წლის წინ კურსი დრამატულად შეიცვალა. მათ შეუძლიათ მომავალში კიდევ ერთხელ შეცვალონ კურსი დრამატულად, თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ეს მათ ინტერესებშია. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმულები – რაც ნიშნავს [საზოგადოების წინააღმდეგ] რეპრესიებში მონაწილე ადამიანებისთვის სანქციების დაწესებას და პოტენციურად პოზიტიური სურათის ჩვენებას იმ შემთხვევაში, თუ რა შეიძლება მოხდეს ამ რეპრესიების შეცვლის შემთხვევაში. 

ასევე უნდა გვქონდეს იმედი, რომ მომავალი არჩევნები ქვეყნის სტრატეგიული ორიენტაციის თვალსაზრისით ცვლილებებს გამოიწვევს.  რადგან ახლა – ვფიქრობ, ამის თქმა ჩემი საქმე არ არის, ეს ქართველების საქმეა – საქართველო იზოლაციისა და რუსეთსა და ჩინეთზე დამოკიდებულების გზას ადგას. ეს, რა თქმა უნდა, არჩევანია. მაგრამ ეს არ არის არჩევანი, რომელსაც ვფიქრობ, ბევრი ქართველი ნებით დათანხმდებოდა, ის რომ სცოდნოდათ, რომ ქვეყანა სწორედ ამისკენ მიემართება.

Kartlos Sharashenidze

Kartlos Sharashenidze

Kartlos Sharashenidze is the co-founder and Managing Editor for International Coverage at Independence Avenue Media.

logo-footer

To provide clarity in a complex world through fact-based storytelling about American policy, politics, and society.

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2025 Independence Avenue Media

No Result
View All Result
  • English
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist