Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
  • English
  • Login
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
No Result
View All Result
Home ვიდეო

ბიზნეს გარიგება და არა სტრატეგია – ბრაიზა სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის როლზე

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმების გამოცხადებასთან, რუსეთის გავლენა იკლებს, თურქეთის კი იზრდება - მეთიუ ბრზაიზა მიიჩნევს, რომ რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა, სტრატეგიულ ხედვას არ ეფუძნება.

68
VIEWS
Share on FacebookShare on TwitterLinkedInWhatsAppE-mail

ვაშინგტონი, Independence Avenue Media – სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სწრაფი პოლიტიკური და სტრატეგიული გადაჯგუფების პარალელურად, აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი მეთიუ ბრაიზა, საკუთარ ხედვას გვთავაზობს იმის შესახებ თუ რა იწვევს ცვლილებებს რეგიონში და რა როლის შესრულება შეუძლია შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს.

Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში, ბრაიზა სომხეთსა და აზრებაიჯანს შორის, სამშვიდობო შეთანხმების გამოცხადებისკენ მიმართულ მზარდ იმპულსზე საუბრობს. ის განიხილავს წარმოდგენილ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ზანგეზურის კორიდორი, რომელიც სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანს საკუთარ ექსკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს, შესაძლოა ამერიკულმა კერძო კომპანიამ მართოს. აშშ-ის ყოფილი დიპლომატი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან, ამ გეგმას, სტრატეგიულ მოსაზრებებზე მეტად, კომერციული ინტერესები ამოძრავებს.

გამოცდილი დიპლომატი, რომელიც რეგიონის საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობდა, ასევე განიხილავს რუსეთის გავლენის შემცირებას სამხრეთ კავკასიის ნაწილებში, სომხეთის საგარეო პოლიტიკის დასავლეთისკენ ორიენტაციას და თურქეთის, როგორც რეგიონული მოთამაშის მზარდ როლს.

მას ვაშინგტონის მიდგომებში, როგორც თავად ამბობს – სტრატეგიული თანმიმდევრულობის ნაკლებობა აშფოთებს და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკიას, არა გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომა, არამედ ტრანზაქციული შესაძლებლობები განსაზღვრავს.

საქართველოზე, როგორც ცვალებადი რეგიონის ნაწილზე საუბრისას, ბრაიზა ამბობს, რომ ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებიდან უკან დახევა და დასავლელ პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები ძირს უთხრის მის, როგორც ევროპასა და ფართო რეგიონს შორის საიმედო ხიდის პოზიციას.

ინტერვიუ ჩაწერილია 18 ივლისს, რედაქტირებულია სიცხადისა და შემოკლების მიზნით.

Kartlos Sharashenidze

Kartlos Sharashenidze

Kartlos Sharashenidze is the co-founder and Managing Editor for International Coverage at Independence Avenue Media.

logo-footer

To provide clarity in a complex world through fact-based storytelling about American policy, politics, and society.

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

Sign Up For Our Newsletter

Subscribe to our mailing list to receives Weekly updates direct to your inbox!

© 2025 Independence Avenue Media

No Result
View All Result
  • English
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist