• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ანალიზი

როგორ ამცირებს უკრაინა რუსეთის ნავთობის საექსპორტო შესაძლებლობებს?

საკუთარი წარმოების რაკეტებითა და დრონებით, უკრაინა ახლა რეგულარულად ახორციელებს დარტყმებს რუსეთის სიღრმეში, 1000 კილომეტრამდე რადიუსში და რუსეთის ნავთობის ექსპორტს საფრთხეს უქმნის.

David Kirichenkoby David Kirichenko
აპრილი 1, 2026
Artboard 1
A A
Summarize with ChatGPTShare on X

რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი დრონებისა და სარაკეტო დარტყმების გაფართოებული კამპანია, კრემლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ საყრდენს საფრთხეს უქმნის.

იანვრიდან, კიევი სისტემურად ესხმის თავს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. თუმცა, მარტის ბოლოს, კამპანიამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. უკრაინამ დრონებით დარტყმები განახორციელა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ საექსპორტო პორტებზე შავ ზღვასა და ბალტიის ზღვაში — ფინეთის, ესტონეთისა და ლატვიის საზღვრების მახლობლად, უკრაინის ჩრდილოეთით, დაახლოებით, 1000 კილომეტრში.

„როიტერის“ ანალიზის მიხედვით, ამ დარტყმებმა, მოსკოვის საექსპორტო შესაძლებლობების დაახლოებით 40% შეაფერხა და ეს ხდება მოვლენების პარალელურად, როცა ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ნავთობის ფასების გლობალური ზრდა რუსეთის ომის ეკონომიკას მოულოდნელ სარგებელს აძლევს.

კიევის გრძელვადიანი მიზანი, მიწოდების მთელი ჯაჭვის დარღვევაა იმისთვის, რომ რუსეთს, ნავთობის მაღალი ფასებით, შემოსავლების მდგრადი ზრდის შესაძლებლობა წაართვას.

USF creates the largest oil supply disruptions in russia's modern history 🛢️🔥

Let's pull back the curtain on our latest #DeepStrike operations.

The Primorsk and Ust-Luga ports are critical export nodes, handling up to 50% of russian seaborne oil. Paired with the Kirishi and… pic.twitter.com/gYteVmf8fd

— 🇺🇦 Unmanned Systems Forces (@usf_army) March 28, 2026

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრიმორსკი და უსტ-ლუგა — ორი პორტი ბალტიის ზღვაში, რომელზეც კიევმა დარტყმა მარტში განახორციელა — დღეში, დაახლოებით, 2 მილიონ ბარელ ნედლი ნავთობს ატარებს. კირიშისა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან ერთად, რომლებზეც უკრაინამ ასევე განახორციელა დარტყმები, ისინი ჩრდილოეთის ენერგეტიკული დერეფნის ნაწილია.

პორტების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა 27 იანვრის შემდეგ, როდესაც რუსეთის თავდასხმამ „დრუჟბას“ მილსადენი დააზიანა და უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის მიწოდება შეუწყდა. [ორივე ქვეყანა, მილსადენის აღდგენის პროცესის გაჭიანურებაში კიევს ადანაშაულებს.]

„უკრაინის უნარი, რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე, შორ მანძილზე დარტყმები განახორციელოს, ამ ომის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული განვითარებაა“, ამბობს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი.

უკრაინული იარაღი სულ უფრო შორ მანძილზე მოქმედი და მძლავრი ხდება

ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, კიევი რუსეთის სიღრმეში სამხედრო და ინდუსტრიულ სამიზნეებზე დარტყმებს ახორციელებს.

მარტის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Independent-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ყველა საშუალება, რომლითაც უკრაინა შორ მანძილზე დარტყმებს ახორციელებს, უკრაინაშია განვითარებული. ეს არის მოცემულობა, რომელსაც კრემლიც აღიარებს. სერგეი შოიგუმ, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინის დრონების წარმოებამ მიაღწია ტემპს, რომლის შედეგადაც, რუსეთის არც ერთი რეგიონი მიუღწევლად აღარ შეიძლება ჩაითვალოს.

We get Storm Shadow from the UK and it's helpful. This is a very good weapon. We also get SCALP from France, and we received a limited number of ATACMS from the United States in the past. But that's it.

We didn't get anything else from other countries that goes beyond 200 or… pic.twitter.com/2YauUtjHfl

— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 5, 2026

დარტყმების ბოლოდროინდელი ტალღა ხაზს უსვამს უკრაინის შესაძლებლობების გაზრდაში შიდაინვესტიციების შედეგს. რაც თავდაპირველად დრონების იმპროვიზებული პროგრამა იყო, ახლა უფრო სერიოზულ პროგრამად ჩამოყალიბდა, რომელიც სულ უფრო აერთიანებს დრონებისა და სარაკეტო შესაძლებლობებს.

ანდრიი, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 109-ე ბრიგადის დრონის ოპერატორი, რომელიც უსაფრთხოების მიზნით მხოლოდ სახელით იდენტიფიცირდება, Independence Avenue Media-სთან ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია „მუდმივად და დინამიურად ვითარდება“.

ის ამბობს, რომ უკრაინის შესაძლებლობა, ასიმეტრიულად უპასუხოს რუსულ ძალებს, „ძალიან პოზიტიური მოვლენაა“, და ეს იმ ფონზე, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების უახლესი ტექნოლოგიების დიდი ნაწილი, საჯაროდ ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი.

„მოხარული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ უფრო ვძლიერდებით და მოსკოვის ძალებს ძალიან მტკივნეულ დარტყმებს ვაყენებთ“, ამბობს ანდრიი.

შორს მანძილზე მოქმედი იარაღის წარმოების გაფართოება ნიშნავს, რომ ეს, სავარაუდოდ, დარტყმების მასშტაბისა და სიხშირის ზრდას გამოიწვევს, რაც კრემლისთვის ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის, ამბობს ჯონათან ლიპერტი, „თავდაცვის ტექნოლოგიები უკრაინისთვის“ პრეზიდენტი. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, დაბალფასიანი გზაგადამჭრელი დრონების და შესაბამისი ჯგუფების მასშტაბის ზრდას შეეცდება, რამაც შეიძლება შეამციროს უფრო ნელი სისტემების, მათ შორის, უკრაინის FP-1-სა და Liutyi-ს თავდასხმითი დრონების ეფექტიანობა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, 2026 წელს რუსეთი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს სრულად დაიცვას თავი მასშტაბური გაჯერებული შეტევებისგან, როგორიც იყო ბალტიის ზღვის სიახლოვეს ბოლო დარტყმები, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს, გააგრძელოს რუსეთის ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობების შემცირება.

ტარას კუზიო, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით კიევ-მოჰილას ეროვნული აკადემიის პროფესორი, Independence Avenue Media-სთან აღნიშნავს, რომ საშუალო და შორი მოქმედების რაკეტები, დამრტყმელ დრონებთან ერთად, მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კიევის კამპანიაში. კუზიოს თქმით, უკრაინა, სავარაუდოდ, გააგრძელებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიზანში ამოღებას, რაც რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ეტაპობრივად შესუსტების კიდევ ერთი გზაა, მაშინაც კი, თუ დასავლეთის სანქციების ზეწოლა არათანმიმდევრული დარჩება.

გაძლიერებული ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე

აშშ-ის არმიის ყოფილმა „მწვანე ბერეტმა“, ბრაიან პიკენსმა, რომელიც უკრაინის სპეციალურ ძალებთან ერთად იბრძოდა, Independence Avenue Media-სთან განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე დარტყმების ყველაზე მოსალოდნელი შედეგი, რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემდგომი დეგრადაცია იქნება.

მაგალითად, Oko Gora, უკრაინული OSINT (ღია წყაროების ანალიზის) პროექტი აცხადებს, რომ პრიმორსკში ნავთობის შესანახი ავზების 70% უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას შეწყვეტს. Bloomberg-ის შეფასებით, ბალტიის ზღვაზე განხორციელებულმა დარტყმებმა, პირველ კვირაში, რუსეთს, დაახლოებით, მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი მიაყენა.

🤯 Results of the UAV attack on the port of Primorsk in Leningrad Oblast:

🔴 Destroyed – 8 tanks, or 44%;
🟠 Damaged – 5 tanks, or 28%;
🟢 Not damaged – 5 tanks, or 28%.

72% of the tanks will be out of operation in the near future.

Reminder: about 30% of all Russian oil… https://t.co/xQpwEQU7gz pic.twitter.com/fz204AJ5Do

— Oko Gora (@oko_gora_tg) March 29, 2026

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ეს დარტყმები, რუსეთს გადამწყვეტ ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს. რუსეთი კვლავ ინარჩუნებს ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტებს, განსაკუთრებით აზიის ბაზრებისკენ, მათ შორის, ჩინეთში მილსადენების გავლით. „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ ეკონომიკის ექსპერტმა, ალექსანდრე კოლიანდრმა, გამოცემა The Spectator-თან საუბრისას თქვა, რომ თუ დარტყმები ნავთობის ფასს კიდევ უფრო გაზრდის, რუსეთმა შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში, სარგებელიც კი მიიღოს.

ამის გათვალისწინებითაც, სტრატეგიული ლოგიკა ნათელია.

„გამარჯვება მხოლოდ ერთი ფაქტორით არ მოვა“, ამბობს პარტია „ჰოლოსიდან“ უკრაინის პარლამენტის წევრი, ოლექსანდრა უსტინოვა. „ეს იქნება ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებების, სანქციების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის და უფრო ფართო ძალისხმევის ერთობლივი შედეგი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სისუსტეების მსოფლიოსთვის წარმოჩენას.“

David Kirichenko

David Kirichenko

ასევე ნახეთ

Artboard 1
ანალიზი

როგორ ამცირებს უკრაინა რუსეთის ნავთობის საექსპორტო შესაძლებლობებს?

by David Kirichenko
0
Senate Foreign Relations Committee Chairman Sen. James Risch.
რჩეული

სენატორი რიში აშშ-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის „ცუდ ნიშნებს“ ხედავს

by ია მეურმიშვილი
0
Photo archive. Photo illustration.
Background features a map sourced from OpenStreetMap.

The photo of Vladimir Putin and Donald J. Trump was taken in Alaska in 2025, during a meeting between U.S. President Trump and Russian President Putin.
რჩეული

ბორშჩევსკაია: რუსეთი ახლო აღმოსავლეთში ფრთხილად და თავშეკავებით თამაშობს

by კირილ სუხოტსკი
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media