Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
  • English
  • Login
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
No Result
View All Result
Home ვიდეო

ევროპის სტრატეგიული შეცდომა?

ნიკო ლანგე ამბობს, რომ რეალური პრობლემა იარაღი კი არა, მენტალიტეტია — ევროპაში ძალიან ბევრს ჯერ ისევ სჯერა, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს. მისი გაფრთხილება ასეთია: თუ ნატო საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს, ომი გაჭიანურდება და გაფართოვდება.

120
VIEWS
Share on FacebookShare on TwitterLinkedInWhatsAppE-mail

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის უფროსი მკვლევარი ნიკო ლანგე, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნახევარად გადადგმული ნაბიჯები და დაგვიანებული გადაწყვეტილებები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ახანგრძლივებს და კრემლს კიდევ უფრო ამხნევებს.

შეერთბული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა  შეუზღუდავ შეიარაღებას მიიღებს, თუ მის საფასურს ნატოს და ევროკავშირის წევრები გადაიხდიან, ლანგემ „მეორე საუკეთესო ვარიანტად“ შეაფასა. მისი თქმით, ეს არის სასარგებლო, თუმცა არა საკმარისი ნაბიჯი. მისი აზრით, შეერთბული შტატების მიზანმიმართული ზეწოლა შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი იმისთვის, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას დაუჯდეს. ლანგე ასევე მიესალმება გერმანიის მზარდ ლიდერობას თავდაცვის შესყიდვების მიმართულებით, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერა არა მხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ ასევე უნდა გაძლიერდეს — განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვისა და რუსეთის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებლად.

ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, ლანგე აცხადებს, რომ რუსეთი კვლავაც წინ მიიწევს — უზარმაზარი ადამიანური დანაკარგის ფასად, ამჯერად არა მობილიზაციის, არამედ ფინანსური სტიმულების გზით, წვევამდელების მოსაზიდად. მისი თქმით, აუცილებელია უკრაინული ქალაქების დაცვა საჰაერო თავდაცვითი სისტემებით — როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ასევე ჯარისკაცების შემართების შესანარჩუნებლად.

ლანგე აკრიტიკებს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ნატოს პირდაპირი ჩართულობისადმი თავდაპირველი სიფრთხილის გამო და მიიჩნევს, რომ ამან უარყოფითი სიგნალები გააგზავნა და ვერ შეძლო რუსეთის შეკავება. ახლა კი, ევროპას — განსაკუთრებით კი გერმანიას — მოუწოდებს, თავი დააღწიოს „მენტალურ ციხეს“, რაშიც იმას გულისხმობს, რომ ევროპელების ნაწილს ჯერ ისევ მიაჩნია, რომ  უკრაინის დამარცხება გარდაუვალია. მისი თქმით, ეს „გასაკვირია“,  „ევროპელები ჯერ კიდევ ელიან, სხვამ მოაგვაროს მათი საკუთარი უსაფრთხოების პრობლემები”.

Ia Meurmishvili

Ia Meurmishvili

ია მეურმიშვილი Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი და თანადამფუძნებელია. მანამდე ის იყო „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მმართველი რედაქტორი და ტელეწამყვანი. ის ასევე არის საჯარო მომხსენებელი, კონფერენციებზე მოდერატორი და "ვილა ჩვენ" მეღვინეობის დამფუძნებელი მის მშობლიურ საქართველოში.

logo-footer

To provide clarity in a complex world through fact-based storytelling about American policy, politics, and society.

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

Sign Up For Our Newsletter

Subscribe to our mailing list to receives Weekly updates direct to your inbox!

© 2025 Independence Avenue Media

No Result
View All Result
  • English
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist