„მომავლის ომი დღეს უკრაინაში ჩანს“, ამბობს აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალი და CIA-ის ყოფილი დირექტორი დევიდ პეტრეუსი Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში. მისი შეფასებით, უკრაინა დრონებისა და უპილოტო სისტემების სფეროში მსოფლიოს უსწრებს, დანარჩენი მსოფლიო კი მის დაწევას ცდილობს. პეტრეუსი აფასებს უკრაინის მდგომარეობას ფრონტზე, დრონების წარმოებას, რუსეთის სიღრმეში დარტყმებს, საჰაერო თავდაცვის საჭიროებებს, აშშ-ის დახმარების როლსა და ომის დასრულების შესაძლო პირობებს. დევიდ პეტრეუსს Independence Avenue Media-s მთავარი რედაქტორი, ია მეურმიშვილი, 2026 წლის 16 აპრილს ესაუბრა.


