• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

შესაძლებელია თუ არა ლვივის აეროპორტის გახსნა? ბორის ჯონსონი ამბობს, რომ კი

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროპა უკრაინის ნაბიჯ-ნაბიჯ მხარდაჭერიდან, გადამწყვეტ მოქმედებებზე უნდა გადავიდეს. ჯონსონის თქმით, დასავლეთის სტრატეგია უკრაინის გამარჯვებით უნდა განისაზღვროს და არა მისი გადარჩენით.

ია მეურმიშვილიby ია მეურმიშვილი
თებერვალი 27, 2026
Ukrainian President Volodymyr Zelenskyy meets with former U.K. Prime Minister Boris Johnson in Kyiv on Jan. 22, 2023. (Photo: Office of the President of Ukraine)

Ukrainian President Volodymyr Zelenskyy meets with former U.K. Prime Minister Boris Johnson in Kyiv on Jan. 22, 2023. (Photo: Office of the President of Ukraine)

A A
Summarize with ChatGPTShare on X
🔊

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას გამარჯვებაში დაეხმაროს.

Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ევროპა ვერ აცნობიერებს უკრაინაში არსებული ვითარების გადაუდებელ მნიშვნელობას. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის მკვეთრი გაზრდის გარეშე, ომი არ დასრულდება.

ბორის ჯონსონი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინაში, ლვივის აეროპორტის გახსნა და ამბობს, რომ ამას უკრაინის გამძლეობის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება. ასევე საუბრობს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ დასავლური პოლიტიკის მიზანი, უკრაინის გამარჯვება უნდა იყოს და არა მხოლოდ გადარჩენა.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუბრობს, რუსეთთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთ „გადამწყვეტ“ ქმედებებზე და ასვე ამბობს, რომ უკრაინამ დათმო ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო.

ინტერვიუ ჩაწერილია კიევში, 24 თებერვალს. რედაქტირებულია სიცხადისა და ლოკონურობისთვის.

ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: დავიწყოთ რამდენიმე საკითხით, რომელთა შესაებაც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრეთ. „მსურველთა კოალიცია“, რომელსაც თქვენ „მომლოდინეთა“ კოალიციას უწოდებთ — რატომ?

ბორის ჯონსონი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი: იმიტომ, რომ [„მსურველთა კოალიციის“] მთელი ოპერირება ვლადიმირ პუტინის თანხმობაზეა დამოკიდებული, არაფერი მოხდება მანამ, სანამ პუტინი არ დათანხმდება. მაგრამ, უკრაინა თავისუფალი ქვეყანაა. ეს არის წინაპირობა — ჰქონდეთ თავისუფლება — რის გამოც უკრაინელები ამ ომში იბრძვიან. ვლადიმირ პუტინი არ უნდა წყვეტდეს, თავისი ჯარების გარდა, რომელი ქვეყნების ჯარებს უნდა ჰქონდეთ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. ეს უკრაინელების გადასაწყვეტია.

მეურმიშვილი: თქვენ ასევე გაქვთ წინადადება, რაც ამ ეტაპზე წარმოუდგენლად აღიქმება — ლვივში აეროპორტის გახსნა.

ჯონსონი: რატომ არის ეს ასე რთული? არ ვფიქრობ, რომ ეს რთული იქნება. ვფიქრობ, შესაძლებელია შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს მთავარი სიმბოლო იქნებოდა იმის, რომ ეკონომიკა მშვიდობის დროინდელ რიტმს უბრუნდება. რატომ არ უნდა მოვიმოქმედოთ რაიმე? ეს უკვე ომის მეოთხე წლისთავია. ეს საშინელებაა, ამ ომის მეხუთე წელში შევდივართ. ეს საშინელებაა.

ამის დანახვა შესაძლებელია, როცა გენერლებს უსმენ, როგორც დღეს გამართულ კონფერენციაზე მოვისმინეთ. აქ იყო მამაცი, გამორჩეული ჯარისკაცი ფრონტის ხაზიდან, რომელიც რეალობას აღწერდა. რუსეთი ბევრ ადამიანს კარგავს, მაგრამ არა საკმარისად სწრაფად, ისინი მაინც უმრავლესობას წარმოადგენენ — ჯარისკაცების თანაფარდობა რუსეთის სასარგებლოდაა. ეს უკრაინისთვის ძალიან რთულია.

ვფიქრობ, ევროპაში ამ საკითხთან დაკავშირებით საშინელი თვითკმაყოფილებაა. ხალხს არ ესმის, რამდენად გადაუდებლად აუცილებელია ამ ომის დასრულება. ისინი ფიქრობენ: უკრაინელები გმირები არიან, ომი გაგრძელდება, ამერიკისგან ბევრ საწვავს ვიყიდით. ეს სრული საშინელებაა, ეს უნდა დასრულდეს.

მეურმიშვილი: თქვენ არ ფიქრობთ, რომ ევროპელები ამას გადაუდებლად სასწრაფო მნიშვნელობის საკითხად აღიქვამენ?

ჯონსონი: არ მგონია ჩვენთვის არსებობდეს უფრო გადაუდებლად სასწრაფო საკითხი, ვიდრე ეს არის. ვფიქრობ, ევროპელები ამას სერიოზულად არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე არ გააცნობიერებენ, რომ პუტინი ნამდვილად იქნება აგრესიული რომელიმე მათი ქვეყნის მიმართ. ეს ტრაგედია, რადგან თუ ვლადიმირ პუტინი მოიგებს უკრაინაში, ან ამას გააგრძელებს, ის საფრთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, ის საფრთხეს წარმოადგენს ყველგან.
მაგრამ, საქმე უკრაინას ეხება. ჩვენ უკრაინელებს ვუთხარით, თქვენ გმირები ხართ, გააგრძელეთ ბრძოლა. მათ საკმარისს ვაძლევთ იმისთვის, რომ გადარჩნენ, მაგრამ არ ვაძლევთ საკმარისს იმისთვის, რომ დავეხმაროთ მოიგონ.

მეურმიშვილი: სიტყვა მოგების არხსენება დასავლეთის ხანგრძლივი პოლიტიკა იყო, გახსოვთ?

ჯონსონი: ჩემს დროს არა, ეს ასე არ იყო. არა, ჩემი პოლიტიკა იყო: პუტინი უნდა დამარცხდეს და უკრაინა თავისუფალი უნდა იყოს. ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ. რა არის უხერხული უკრაინის გამარჯვებაში? რატომ არის ეს წარმოუდგენელი? ეს სასაცილოა.

მეურმიშვილი: ეს მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

ჯონსინი: ჩვენ ვერ ვაიძულებთ პუტინს კომპრომისზე წავიდეს, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ ჩვენ მზად ვართ [ჩვენი გადაწყვეტილებებით] გაცილებით შორს წავიდეთ.

მეურმიშვილი: ვლადიმირ პუტინისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვ ისაუბროთ…

ჯონსონი: რა სამშვიდობო მოლაპარაკებები? ის სასაცილოა.

მეურმიშვილი: სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკრაინელები მასში მონაწილეობენ და ამის გამო კმაყოფილები არიან…

ჯონსონი: უკრაინელები ესაუბრებიან ამერიკას, ამერიკა ესაუბრება ევროპას, ევროპა ესაუბრება უკრაინას — ეს სისულელეა. ყველას შეუძლია დაინახოს ერთგვარი გარიგება, რომლის დადებაც შეუძლიათ. მაგრამ, სად არის რუსეთი? სად არის დასტური, რომ რუსეთს რაიმეზე დათანხმება სურს?

მაშინაც კი, თუ უკრაინელები დონბასიდან გამოვლენ, მართლა ვნახავთ რუსეთის თანხმობას? რუსეთს სურს უკრაინა მისი ვასალი სახელმწიფო იყოს. არანაირ შეთანხმებას აზრი არ ექნება, თუ პუტინზე მეტ ზეწოლას არ განვახორციელებთ.

მეურმიშვილი: ფიქრობთ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს სურვილი, პუტინზე ეს ზეწოლა განახორციელოს?

ჯონსონი: ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა, რომ მზადაა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც, სინამდვილეში, ევროპელებს არ სურთ: დააკავოს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, რომლებიც არღვევდნენ ნავთობის გადაზიდვის აკრძალვას.

ამერიკა იყო პირველი, ვინც უკრაინას ლეტალური შეიარაღება მიაწოდა და ეს იყო დონალდ ტრამპი, პრეზიდენტობის პირველ ვადაში. ასე რომ, ამერიკას შეუძლია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. მაგრამ, ახლა ევროპის მხრიდან ლიდერობა არ არსებობს. იყო [მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი] დავოსში და [უსაფრთხოების კონფერენცია] მიუნხენში და ყველა ეს ევროპელი ლიდერი ამბობდა, რომ ეს ევროპი დროა. რის გასაკეთებლად?

მეურმიშვილი: უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის შესახებ თქვენს შეთავაზებასა და ევროპელი ლიდერების შესახებ თქვენს წარმოდგენას შორის, როგორც მათ ახასიათებთ, როგორც ჩანს, დიდი მანძილია. შესაძლებლად მიგაჩნიათ, უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნა?

ჯონსონი: როდესაც გაერთიანებულ სამეფოს ვხელმძღვანელობდი, საქმე სხვაგვარად იყო. ჩვენ შეგვეძლო ლიდერობა და შეგვეძლო საქმის გაკეთება, რასაც საბოლოოდ სხვა ევროპელები მიჰყვებოდნენ. პირველები ვიყავით ევროპიდან, ვინც უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდა. ვფიქრობ, ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც ტანკები და ა.შ. მიაწოდა. გაერთიანებულ სამეფოს ისევ შეუძლია ეს გააკეთოს. ლონდონში, 15 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გვაქვს გაყინული. თუ ევროკავშირი არ გადაწყვეტს გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას, შეგვიძლია ამაშიც პირველები ვიყოთ.

მეურმიშვილი: ამის გადაწყვეტას უკვე დასჭირდა ოთხი წელი და ჯერ კიდევ გრძელდება, ხომ ასეა?

ჯონსონი: ეს საშინელებაა, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინელების ტანჯვაზე, მაგრამ რატომ არ ვაკეთებთ მეტს?

მეურმიშვილი: ფიქრობთ, რომ შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც უკრაინელები ფრუსტრიებული იქნებიან? ხომ არ ხედავთ ამას უკვე? რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ?

ჯონსონი: ძალიან ხშირად ისინი ფიქრობენ, რომ მარტო ბრძოლის გარდა სხვა არჩევანი არ აქვთ და რომ არ შეუძლიათ ვინმეს დაეყრდნონ. სინამდვილეში, ისინი სულ უფრო დამოუკიდებლები ხდებიან, საკუთარ თავზე დამოკიდებულნი. ისინი დაუჯერებლად კარგები არიან. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მათ მნიშვნელოვნად დავეხმაროთ.

მეურმიშვილი: კიდევ ერთი კითხვა ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით, ფიქრობთ, რომ ის მზადაა ამ ომის დასასრულებლად?

ჯონსონი: ახლა არსებულ გარემოებებში, არა. მაგრამ, თუ გავაკეთებთ იმას, რის შესახებაც ვსაუბრობ, შესაძლოა ასეც მოხდეს. ამ ომის გამოსწორება შეუძლებელია, უკრაინაზე დაუსრულებელი ზეწოლით. ეს არასწორი გზაა. უკრაინელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. აღარაფერია, რისი დათმობაც შეუძლიათ. ახლა შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა, პუტინზე ზეწოლის რადიკალური გაზრდაა.

ასევე ნახეთ:

  • „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“: ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი ომის პროპაგანდას ამხელს
  • „ახალი სტარტის“ შეთანხმება აღარ არსებობს — რა იქნება შემდეგ?
  • ნატო სამხრეთ კავკასიაში ჩართულობას აღრმავებს
ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი

Ia Meurmishvili is co-founder, president, CEO, and editor in chief of Independence Avenue Media. Known in her native Georgia as a television anchor, she previously managed Voice of America’s Georgian Service, leading coverage of U.S. foreign policy, NATO, and regional security. She is a frequent guest commentator, conference speaker, and lecturer.  

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media