შეერთებული შტატების ინტერესები, პარტნიორული ურთიერთობები, გლობალურია და არა რეგიონალური — მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა ამ ინტერესებს დააზიანებს და აშშ-ის მოწინააღმდეგებს, ჩინეთსა და რუსეთს, უპირატესობას მისცემს, ამბობს Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში თეთღი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი.
გავლენის სფეროების შესახებ, ბოლტონმა, რუსეთის საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის, ფიონა ჰილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად ისაუბრა. 2019 წელს, ჰილმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა, ვაშინგტონს, არაფორმალურად, ვენესუელასა და უკრაინაში, გავლენების ერთგვარი გაცვლა შესთავაზა. ბოლტონმა დაადასტურა, რომ მსგავსი იდეა „ვიღაცამ წამოჭრა“, მაგრამ ვაშინგტონმა ის დაუყოვნებლივ უარყო.
ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 9 იანვარს.