• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ვიდეო

კარპენტერი: შესაძლებელია თუ არა სამხრეთ კავკასია საქართველოს გარეშე სრულყოფილი იყოს? ამას მალე გავიგებთ

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თეთრ სახლში ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებას, ე.წ. „ტრამპის მარშრუტს“ და რეგიონში საქართველოს როლს განიხილავს.

ქართლოს შარაშენიძეby ქართლოს შარაშენიძე
აგვისტო 18, 2025
A A
Summarize with ChatGPTShare on X

ვაშინგტონი (Independence Avenue Media) – 8 აგვისტოს, თეთრ სახლში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო დეკლარაცია ქმნის ე.წ. „ტრამპის მარშრუტს“ – სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს, სოხეთის გავლით, საკუთარ ექსკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს და დერეფნის ოპერირებას ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს შეთანხმება ასევე დიდი დარტყმაა რუსეთისთვის, რადგან ის შეერთებულ შტატებს ტვირთების ტრანზიტის უზრუნველყოფის ცენტრში აყენებს“, – განუცხადა Independence Avenue Media-ს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა. „ეს გამორიცხავს რუსეთს“.

კარპენტერი ამბობს, რომ ეს „ამრავალფეროვნებს საერთაშორისო კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ ვარიანტებს და საქართველო არ იქნება ერთადერთი წერტილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობისთვის, კავკასიის მთების სამხრეთით.”

„შეიძლება თუ არა სამხრეთ კავკასია სრულყოფილი იყოს საქართველოს გარეშე? მალე გავიგებთ“, – ამბობს ის. “მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი გააღრმავებენ ურთიერთობებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. საქართველო კი ამ საკითხს მიღმა დარჩება“.

კარპენტერი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ტრაექტორიას განსაკუთრებით შემაშფოთებლად აღწერს. მისი თქმით, ქვეყანას ოდესღაც ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივები ჰქონდა, მაგრამ ეს იმედები დიდწილად გაქრა.

„ამჟამად, ვფიქრობ, საქართველო იზოლაციისა და რუსეთსა და ჩინეთზე დამოკიდებულებისკენ მიემართება“, – ამბობს ის. „რა თქმა უნდა, ეს არჩევანია. თუმცა, არამგონია, ბევრი ქართველი ამ არჩევანს გააკეთებდა, თუ ეცოდინებოდათ, საით მიემართებოდა ქვეყანა“.

სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით აშშ-ის უფრო ფართო სტრატეგიის შესახებ კითხვაზე კარპენტერმა მას „აშშ-ის ინტერესებისთვის კრიტიკული რეგიონი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში შემუშავებული სხვადასხვა სტრატეგია წარმატებით არ განხორციელებულა.

მაიკლ კარპენტერს, ქართლოს შარაშენიძე ესაუბრა.

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

Kartlos Sharashenidze is co-founder, executive editor, and Georgian Service managing editor of Independence Avenue Media, with expertise in U.S. foreign policy and Eurasian geopolitics. A former documentarian and reporter at Voice of America, he got his start in his native Georgia at Georgian Public Broadcaster and Imedi TV.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media