• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ვიდეო

ეს მხოლოდ საბადოები არ არის – ეს სუვერენიტეტია

აშშ-უკრაინის მინერალების შეთანხმება, წარმატების შემთხვევაში, გლობალური ეკონომიკური ჩართულობის ახალ ფორმას შექმნის.

Ia Meurmishviliby Ia Meurmishvili
აგვისტო 16, 2025
A A
Summarize with ChatGPTShare on X

აშშ-ის კომერციის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, მეთიუ მურეი, ხაზს უსვამს აშშ-უკრაინის მინერალების ხელშეკრულების სტრატეგიულ მნიშვნელობას – ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკის კრიტიკული ნედლეულით უზრუნველყოფას, უკრაინის ეკონომიკის აღდგენას და ასევე, უცილებელი იშვიათი მინერალების კუთხით, ჩინეთსა და რუსეთზე დასავლეთის დამოკიდებულების შემცირებას.

მინერალების მომარაგების ჯაჭვებზე მზარდი დაძაბულობისა და ჩინეთის მიერ იშვიათი მინერალების ექსპორტის შეზღუდვის ფონზე, უკრაინა რესურსების უსაფრთხოების ბრძოლაში მთავარ მოკავშირედ იქცევა, ამბობს მურეი.

ის სხვა სახელმწიფოებთან ამერიკის ურთიერთობაში ეკონომიკური მიდგომის ხანგრძლივი მხარდამჭერია. მურეი განმარტავს, რომ აშშ-უკრაინის ეს შეთანხმება აერთიანებს დიპლომატიას, ფინანსებს, კერძო კაპიტალსარეფ, რეფორმებს და ამასთან ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

უკრაინას იმ 50 მინერალიდან, რომლებსაც ამერიკა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, 20-ზე მეტი აქვს – მათ შორის ტიტანი, გრაფიტი და ლითიუმი. ეს მასალები გამოიყენება უამრავ სფეროში, ელექტრო მანქანების ბატარეებით და ავიაინდუსტრით დაწყებული, ნახევარგამტარებსა და თავდაცვის სისტემების წარმოებით დამთავრებული. მაგრამ, ეს რესურსები დღემდე ან სათანადოდ გამოუძიებელია, ან არასაკმარისად განვითარებული, ან საბჭოთა დროინდელ რუკებშია „ჩარჩენილი“.

თუმცა, მურეი ამბობს, რომ ეს სწრაფად იცვლება: აშშ-ის მხარდაჭერით, უკრაინა გეოლოგიურ მონაცემებს აციფრულებს და კარს უღებს გამჭვირვალე, გრძელვადიან ინვესტიციებს… და ეს მაშინ, როცა უკრაინა, კორუფციასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

მურეი, რომელიც უკრაინაში ტიტანის მწარმოებელ კომპანია Velta-ს მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს (რომელიც მსოფლიოს ტიტანის საჭიროებას 2%-ით ამარაგებს), ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია ჩამოყალიბდეს გადამუშავებული მინერალების და არა მხოლოდ ნედლეულის გლობალურ მომწოდებლად.

Tags: იშვიათი მინერალებიუკრაინა
Ia Meurmishvili

Ia Meurmishvili

Ia Meurmishvili is Editor in Chief and co-founder of Independence Avenue Media. Previously she served as managing editor of Voice of America's Georgian service and TV anchor. She is also a public speaker, conference moderator, and founder of Villa Chven Winery in her native Georgia.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media