• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ვიდეო

ბრიდლოვი: ან მიეცით უკრაინას საპასუხო დარტყმის საშუალება, ან დააჯილდოვეთ რუსეთი

თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი მკაცრი სიტყვების გამოყენებას არ ერიდება. Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში, ნატოს ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი ამბობს: დასავლეთი პუტინს სათანადოდ ვერ აფასებს და უკრაინას შეზღუდული ძალით ეხმარება.

Ia Meurmishviliby Ia Meurmishvili
აგვისტო 4, 2025
A A
Summarize with ChatGPTShare on X

ბრიდლოვის თქმით, დროა დასავლეთმა შეწყვიტოს საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, თითქოს მოსკოვს მშვიდობა სურს. Independence Avenue Media-სთან საუბარში, მან უარყო გავრცელებული აზრი, თითქოს რუსეთი იმარჯვებს უკრაინაში და აღნიშნა, რომ პუტინი „არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება მშვიდობის პარტნიორი“.

ბრიდლოვის თქმით, ვაშინგტონი თავად ზღუდავს უკრაინას იმაში, რომ რუსეთის სიღრმეში დარტყმები არ მიიტანოს და ეს მაშინ, როდესაც პუტინი მხოლოდ აძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას. „პუტინი ესკალაციის ესკალაციას ეწევა“, ამბობს გენერალი.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ  პუტინისთვის მიცემული ვადის შემცირების შემდეგ და ამაზე მიღებული ღია უარის ფონზე, ბრიდლოვი ამბობს, რომ „მშვიდობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ იმასთან, ვისაც ეს სურს. პუტინს კი მშვიდობა არ სურს“.

გენერალი ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსული ბირთვული მუქარებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის სტრატეგიაზე, რაც ცნობილია, როგორც „რეფლექსური კონტროლი“.  მისი თქმით, კრემლი ამ ტაქტიკას წლების განმავლობაში ეფექტიანად იყენებდა და მის გამოყენებას გააგრძელებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ბრიდლოვი მიესალმება ნატოს გაძლიერებულ როლს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისა და თავდაცვის დაგეგმვის კოორდინაციაში, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატოს გააქტიურებამ ალიანსში ამერიკის როლის შესუსტება არ უნდა გამოიწვიოს. 

Ia Meurmishvili

Ia Meurmishvili

Ia Meurmishvili is Editor in Chief and co-founder of Independence Avenue Media. Previously she served as managing editor of Voice of America's Georgian service and TV anchor. She is also a public speaker, conference moderator, and founder of Villa Chven Winery in her native Georgia.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media