აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური თანაშემწე და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ყოფილი უფროსი დირექტორი, სტივენ პაიფრი ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ იმდინარე აშშ-ისრაელის ოპერაცია, რუსეთის გლობალური პარტნიორობის ლიმიტებს აჩვენებს.
„თუ ახლა რუსეთის პარტნიორი ხართ და პრობლემებში აღმოჩნდებით, უმეტეს შემთხვევებში, შეგიძლიათ მოსკოვისგან მხარდამჭერი სიტყვების იმედი გქონდეთ, მაგრამ მეტი არაფრის“, თქვა პაიფერმა Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში.
გასულ წელს, რუსეთსა და ირან შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდა.
პაიფერის შეფასებით, ირანში მიმდინარე მოვლებზე, რუსეთის მსგავსი რეაქცია ჰქონდა ჩინეთს. პეკინმა, თეირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 25-წლიანი შეთანხმება 2021 წელს გააფორმა.
„ვფიქრობ, ახლა ხედავთ, რომ ჩინეთი, ისევე როგორც რუსეთი, ირანის მიმართ გარკვეულ სიტყვიერ მხარდაჭერას, ამერიკის სამხედრო მოქმედებების შესახებ კი გარკვეულ კრიტიკას გამოხატავს. მაგრამ, სინამდვილეში, ჩინეთი არაფერს აკეთებს“, ამბობს პაიფერი.
პაიფერის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებულ კონფლიქტს შესაძლოა ასევე გავლენა ჰქონდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე — საზენიტო საბრძოლოს მასალაზე, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან იღებს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. მისი თქმით, ამასთან, რუსეთის ეკონომიკამ შესაძლოა სარგებელი ნახოს, ნავთობისა და გაზის ფასების ზრდით.
ასევე ნახეთ: