ვაშინგტონის ისტორიულ უბანში, დიუპონის მოედნის ქვეშ წარმოდგენილი სპექტაკლი, მაყურებელს 2022 წელს, რუსულ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ბუნკერებში განვითარებული მოვლენების თვითმხილველს ხდის.
უკრაინელი დრამატურგის, ინა გონჩაროვას პიესა „მესაყვირე“ მარიუპოლის გარნიზონის სამხედრო ორკესტრის უკანასკნელი გადარჩენილი წევრის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად, აზოვსტალის ქარხანაშია გამაგრებული და გადარჩენისთვის იბრძვის.