• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ვიდეო

HIMARS, NASAMS და შავი ზღვა: რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი უკრაინისთვის

პუტინი არ არის მზად მშვიდობის დასამყარებლად. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნდა მოხდეს შეთანხმება, ამბობს ლორა კუპერი.

ია მეურმიშვილიby ია მეურმიშვილი
აგვისტო 25, 2025
A A
Summarize with ChatGPTShare on X

ვაშინგტონი (Independence Avenue Media)  – აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ლორა კუპერი ამბობს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი პირველი ნაბიჯია – როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ასევე დამაჯერებელი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სათანადო პირობების.

პროცესის გაჯანსაღებად მიიჩნევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ევროპელი ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის შეხვედრას, რომელიც 18 აგვისტოს, თეთრ სახლში გაიმართა.  და ეს მას შემდეგ, რაც მისი შეფასებით, ვლადიმირ პუტინმა ანკორიჯის სამიტზე პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრით ისარგებლა.

„პუტინი არ არის მზად მშვიდობის დასამყარებლად…სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად“, ამბობს ის.

ის ასევე აღწერს, თუ როგორი შეიძლება იყოს ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ნატოში გაწევრიანების გარეშე – ნებისმიერ სახმელეთო განლაგებას უნდა ჰქონდეს კარგად განსაზღვრული მისია და ის უნდა იყოს შერწყმული საჰაერო უსაფრთხოების ზომებთან, როგორიცაა, მაგალითად, საჰაერო პატრულირების პრაქტიკა, რომელიც ნატოს აქვს.  კუპერი ასევე საუბრობს შავ ზღვაში უკრაინული გემების დასაცავად საზღვაო კომპონენტის შექმნის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ „არსებობს შესაძლებლობა მოკავშირეებმა ახლებური მიდგომა“ გამოიყენონ.

უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით კუპერი ამბობს, რომ პოლიტიკური დებატების მიუხედავად, კიევისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება. უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტები საფუძველზე დამატებით სისტემები იწარმოება, მათ შორის, HIMARS-ები და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტები. „აშშ-ის დახმარების ნაკადი სრულად არ შეჩერებულა“, ამბობს ის და დასძენს, რომ არსებული შეკვეთების გაუქმება „რაიმე განსაკუთრებული სამხედრო აუცილებლობის გარეშე… ეწინააღმდეგება [შეერთბული შტატბის] კანონს, რომელიც უსაფრთხოების დახმარების პროგრამას არეგულირებს“.

კუპერი ვაშინგტონს და ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაააქტიურონ, მათ შორის, რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებისა და აშშ-უკრაინის კრიტიკული მინერალების შეთანხმების გამოყენებით.  მისი თქმით, უსაფრთხოების დახმარება ახლა არ უნდა შეჩერდეს, რადგან „სწორედ ახლა არის შესაძლებელი, ამას ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდეს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის“ დასამყარებლად.

ინტერვიუ ჩაწერილია 2025 წლის 20 აგვისტოს და რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი

Ia Meurmishvili is co-founder, president, CEO, and editor in chief of Independence Avenue Media. Known in her native Georgia as a television anchor, she previously managed Voice of America’s Georgian Service, leading coverage of U.S. foreign policy, NATO, and regional security. She is a frequent guest commentator, conference speaker, and lecturer.  

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media