Independence Avenue Media (IAM) არის დამოუკიდებელი საერთაშორისო ჟურნალისტური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ფაქტებზე დაფუძნებულ მაუწყებლობას ამერიკული საზოგადოების, საგარეო პოლიტიკისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ – განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ავტორიტარული გავლენა იმატებს და დემოკრატია მყიფეა.
IAM დაარსდა იმისთვის, რომ შეავსოს სანდო საერთაშორისო მაუწყებლობის შესუსტებით შექმნილი სიცარიელე. Independence Avenue Media აუდიტორიას სთავაზობს მეტს, ვიდრე უბრალოდ სათაურებს – ის საუბრობს მნიშვნელოვან კონტექსტზე და აკავშირებს ადგილობრივ რეალობას გლობალურ თემებთან.
IAM განსხვავდება სხვებისგან მისი შინნაარსზე ორიენტირებული ჟურნალისტიკით. ჩვენ არ ვცდილობთ ტრენდებზე ან წკაპებზე კონცენტრირებას. ჩვენთვის მთავარია სიღრმე, სიზუსტე და აქტუალობა – იმისთვის, რომ გავაძლიეროთ დაინტერესებული აუდიტორია მათთვის მიწოდებული განმარტებებით, ინტერვიუებით, რეპორტაჟებით მოვლენების ცენტრიდან და ექსპერტული ანალიზით.